კომენტარი
ტრამპის ტარიფების ბლიცი: გავლენა გლობალურ ეკონომიკასა და ევროკავშირის რეაგირება
იხილე სრული სტატია ინგლისურ ენაზე
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა ფართომასშტაბიანი სატარიფო პაკეტი, რომელიც 10–50%-იან საბაჟო გადასახადებს აწესებს 60-ზე მეტი ქვეყნის იმპორტზე, მათ შორის ევროკავშირსა და აშშ-ის ტრადიციულ პარტნიორებზე. ეს ნაბიჯი წარმოადგენს მკვეთრ გადახვევას თავისუფალი ვაჭრობის დღემდე არსებული მოდელისგან და მიუთითებს აშშ-ის მხრიდან აშკარა პროტექციონისტულ კურსზე.
ახალი ტარიფები ეფუძნება საკამათო მიდგომას, რომელიც სავაჭრო დეფიციტსა და არასატარიფო რეგულაციებს ტარიფებთან აიგივებს. ტრამპის ადმინისტრაცია ამტკიცებს, რომ ევროკავშირი აშშ-ის საქონელს მაღალ სატარიფო ბარიერებს უწესებს, თუმცა ევროკომისიისა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მონაცემები ამ შეფასებას არ ადასტურებს.
სატარიფო გადაწყვეტილებებმა უკვე გამოიწვია უარყოფითი რეაქცია ფინანსურ ბაზრებზე და გაზარდა გლობალური ეკონომიკური შეფერხების რისკი. ექსპერტების შეფასებით, ტარიფების რეალური ტვირთი დაეკისრება ამერიკელ მომხმარებლებსა და ბიზნესს, რაც გაზრდის ხარჯებს, დააზიანებს მიწოდების ჯაჭვებს და შესაძლოა რეცესიის საფრთხეც გააჩინოს.
ევროკავშირი ემზადება საპასუხო ზომებისთვის, მათ შორის ეტაპობრივი ტარიფებისა და შიდა ბაზრის დაცვის მექანიზმების ამოქმედებისთვის. საერთო ჯამში, ტრამპის სატარიფო პოლიტიკა აღიქმება როგორც აშშ-ის დაშორება მრავალმხრივი სავაჭრო წესრიგისგან და ევროკავშირის წინაშე აყენებს ამოცანას, გააძლიეროს ეკონომიკური მდგრადობა და უფრო აქტიურად დაიცვას საერთაშორისო სავაჭრო სისტემა.
გიორგი რობაქიძე
გიორგი დიპლომატი და საერთაშორისო პოლიტიკის, უსაფრთხოებისა და ევროპული ინტეგრაციის ექსპერტია. საქართველოს სახელმწიფო სამსახურში მრავალწლიანი კარიერის მანძილზე (2004–2023) ის იკავებდა სხვადასხვა მნიშვნელოვან პოზიციებს, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და აგრეთვე რეგიონულ უსაფრთხოების მიმართულებით. გარდა დიპლომატიური სამსახურის, გიორგი რობაქიძე არის არაერთი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპაში პოპულისტური და რადიკალური პარტიების კვლევის თემატიკაზე.
