კომენტარი
ხელოვნური ინტელექტის ფაქტორი თანამედროვე დიპლომატიაში
იხილე სრული სტატია ინგლისურ ენაზე
ხელოვნური ინტელექტი და ციფრული ტექნოლოგიები გავლენას ახდენს თანამედროვე ცხოვრების თითქმის ყველა სფეროზე და დიპლომატია გამონაკლისი არ არის. წინამდებარე პოლიტიკური კომენტარი იკვლევს, თუ როგორ მოქმედებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიები დიპლომატიურ აქტორებზე და როგორ გარდაქმნიან ისინი დიპლომატიური მუშაობის პრაქტიკას. ავტორი წარმოაჩენს ახალ, აქამდე არნახულ, შესაძლებლობებს აგრეთვე იმ სირთულეებს, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას ახლავს თან.
დავით დონდუა
ელჩი დავით დონდუა გამოცდილი ქართველი დიპლომატი და ექსპერტია საერთაშორისო უსაფრთხოების, კონფლიქტის მოგვარებისა და ევროპული ინტეგრაციის საკითხებში 1993-2022 წლებში მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა მნიშვნელოვან პოზიციებზე, მათ შორის იყო საქართველოს ელჩი ავსტრიაში, საბერძნეთსა და სერბეთის რესპუბლიკაში, ასევე საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა(ეუთო) და ნატოში. დიპლომატიური სამსახურის პარალელურად, დ. დონდუა ეწეოდა აქტიურ აკადემიურ საქმიანობას – სხვადასხვა დროს ის მუშაობდა ასოცირებულ პროფესორად და მოწვეულ ლექტორად სხვადასხვა უნივერსიტეტში. ამჟამად დ. დონდუა არის ევროპული საჯარო სამართლის ორგანიზაციის (EPLO) მუდმივი წარმომადგენელი საერთაშორისო ანტიკორუფციულ აკადემიაში (IACA) ვენაში. ასევე არის „ევროკავშირის ცნობიერების ცენტრის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე.
