კომენტარი
აშშ-ის 2026 წლის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია და მისი გავლენა ევროპაზე
იხილე სრული სტატია ინგლისურ ენაზე
2026 წლის 23 იანვარს, თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა 2026 წლის აშშ-ს ეროვნული თავდაცვის სტრატეგია. ეს დოკუმენტი ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ახლდება. ახალ დოკუმენტში თვალშისაცემია ცვლილება აშშ-ის გლობალური უსაფრთხოების პრიორიტეტებში.
ახალი დოკუმენტის თანახმად, მთავარი ამოცა საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოება და დასავლეთის ნახევარსფეროში აშშ უპირობო გავლენაა. რუსეთისა და ჩინეთის შეკავებაზე საკუთარი ქვეყნის თავდაცვის გაძლიერებასა და ტექნოლოგიური უპირატესობის შენარჩუნებაზე ტრადიციული ფოკუსირების მიუხედავად, ახალი სტრატეგია მნიშვნელოვნად აკნინებს ევროპის პრიორიტეტს. ამიერიდან ევროპელმა მოკავშირეებმა უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ საკუთარ უსაფრთხოებაზე.
სტრატეგია მიანიშნებს აშშ-ის უფრო შერჩევით მიდგომაზე, სადაც საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოება წინა პლანზეა. ჩინეთი წარმოდგენილია, როგორც გრძელვადიანი კონკურენტი, მაგრამ არა, როგორც მთავარი საფრთხე, განსხავებით წინამორბედი დოკუმენტისგან. ხოლო რუსეთი აღწერილია, როგორც „მართვადი საფრთხე“ ნატოს აღმოსავლეთ წევრი ქვეყნებისთვის. აღსანიშნავია აგრეთვე ის, რომ აქამდე უსაფრთხეობის მთავარი გარანტორის როლიდან, აშშ პარტნიორის როლში გადადის, რომელიც მოკავშირეებისგან მოელის, რომ მოახდენენ თავიანთი სამხედროების მოდერნიზებას და უხელმძღვანელებენ რეგიონულ თავდაცვის ძალისხმევას. ეს ასახავს ტრამპის ეპოქის პოლიტიკის გაგრძელებას პასუხისმგებლობის გაზიარებისა და „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ პრინციპის შესახებ.
ევროპისთვის შედეგები ყურადსაღებია. ნატოს მოკავშირეები ზეწოლის ქვეშ არიან თავდაცვის ხარჯების გაზრდის, ჯარების გაძლიერებისა და ეფექტური კოორდინაციის საკითხებში, განსაკუთრებით უკრაინის მხარდაჭერაში მიმდინარე რუსული აგრესიის წინააღმდეგ. სტრატეგია ასევე აუცილებელს ხდის ევროპის სტრატეგიული ავტონომიის შესახებ დისკუსიებს, რამაც უნდა უზრუნველყოს ინტეგრირებული თავდაცვის დაგეგმვის, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობისა და ევროპის სტრატეგიული პოზიციის ხელახლა განსაზღვრის შესაძლებლობა.
დასკვნის სახით, აშშ-ის 2026 წლის სტრატეგია მოუწოდებს ევროპას, გადადგას გაბედული ნაბიჯი, აიღოს უფრო მეტი პასუხისმგებლობა საკუთარ უსაფრთხოებაზე და ტრანსატლანტიკური პარტნიორობა აღარ იყოს ძირითადად ამერიკის, როგორც უსაფრთხოების გარანტორზე დამოკიდებული, არამედ გახდეს უფრო მეტად პარტნიორული.
2026 წლის იანვარი
