მმართველი საბჭო

დავით დონდუა

თავმჯდომარე

D.Dondua

david.dondua [at] euawareness [dot] org

ელჩი დავით დონდუა გამოცდილი ქართველი დიპლომატი და ექსპერტია საერთაშორისო უსაფრთხოების, კონფლიქტის მოგვარებისა და ევროპული ინტეგრაციის საკითხებში. 1993 წლიდან მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა მნიშვნელოვან პოზიციებზე, მათ შორის იყო საქართველოს ელჩი ავსტრიაში, საბერძნეთსა და სერბეთის რესპუბლიკაში, ასევე საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა(ეუთო) და ნატოში. დ. დონდუა სხვადასხვა წლებში ასევე იკავებდა ევროპულ და ევროა-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობებს. დიპლომატიური კარიერის მანძილზე, ელჩის რანგში, დ. დონდუა მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ქვეყნის საერთაშორისო უსაფრთხოებისა და კონფლიქტების მოგვარების სტრატეგიების შემუშავებაში და საგარეო საქმეთა სამინისტროში პოლიტიკის ანალიზის, სტრატეგიული დაგეგმვისა და კომუნიკაციის სისტემების ჩამოყალიბებაში. მას აქვს ორმხრივი და მრავალმხრივი მოლაპარაკებების დიდი გამოცდილება, მათ შორის კონფლიქტების მოგვარების, შეიარაღების კონტროლისა და უსაფრთხოების თანამშრომლობის კუთხით. დიპლომატიური საქმიანობის პარალელურად, დ. დონდუა ეწეოდა აქტიურ აკადემიურ საქმიანობას – სხვადასხვა დროს ის მუშაობდა ასოცირებულ პროფესორად და მოწვეულ ლექტორად სხვადასხვა უნივერსიტეტში. ამჟამად დ. დონდუა არის ევროპული საჯარო სამართლის ორგანიზაციის (EPLO) მუდმივი წარმომადგენელი საერთაშორისო ანტიკორუფციულ აკადემიაში (IACA) ვენაში.

პუბლიკაციები

Scroll to Top