საჯარო
ჩართულობა

ევროკავშირის ცნობიერების ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ევროპარლამენტში გამართულ დისკუსიაში ჰიბრიდული საფრთხეებისა და დეზინფორმაციის შესახებ

21 აპრილი 2026

2026 წლის 21 აპრილს, ევროკავშირის ცნობიერების ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი რობაქიძემ, მონაწილეობა მიიღო ევროპარლამენტში გამართულ პოლიტიკურ დისკუსიაში, რომელიც ეხებოდა ჰიბრიდულ საფრთხეებსა და დეზინფორმაციას სომხეთში 2026 წლის 7 ივნისს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში.

დისკუსიაში მონაწილეობდნენ ევროპარლამენტის წევრები, ექსპერტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებმაც შეაფასეს დეზინფორმაციული კამპანიების, სოციალური მედიის მანიპულაციებისა და კიბერ-ინსტრუმენტების გამოყენებით განხორციელებული ჩარევები საარჩევნო პროცესებში და მათი გავლენა არჩევნების შედეგებზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რუსეთის მხრიდან გარე გავლენის ოპერაციებზე და მათ გავლენაზე საზოგადოებრივი აღქმის ჩამოყალიბებასა და დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ ნდობის შემცირებაზე.

დისკუსიისას სომეხმა მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ სომხეთში არსებული ვითარება მნიშვნელოვან მსგავსებას ავლენს როგორც მოლდოვაში ბოლო პერიოდში განვითარებულ პროცესებთან, ასევე დაახლოებით ათი წლის წინ საქართველოში არსებულ მდგომარეობასთან. კერძოდ, პარალელები გაივლო პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენის სტრუქტურებს შორის, მათ შორის საქართველოს ოლიგარქიულ კონტექსტსა და რუსეთთან დაკავშირებული სომეხი ოლიგარქის სამველ კარაპეტიანის როლს შორის.

თავის გამოსვლაში გიორგი რობაქიძემ ხაზი გაუსვა დეზინფორმაციისა და ჰიბრიდული ინსტრუმენტების გამოყენების სტრუქტურულ მსგავსებებს სომხეთში, მოლდოვასა და საქართველოში და აღნიშნა, რომ ეს გამოწვევები აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში გარკვეულ ერთგვაროვან ნიმუშებს მიჰყვება. მან ასევე მიუთითა დისკუსიაში საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების არყოფნაზე და აღნიშნა, რომ მათი ჩართულობა მომავალში დამატებით ღირებულებას შესძენდა დისკუსიებს საერთო გამოწვევებისა და დაგროვებული გამოცდილების გათვალისწინებით.

გამართულმა დისკუსიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჰიბრიდული საფრთხეები წარმოადგენს საერთო გამოწვევას, რომელიც საჭიროებს კოორდინირებულ რეაგირებას, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების უფრო აქტიურ ჩართულობას, სტრატეგიული კომუნიკაციის გაძლიერებასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის გამოცდილების გაცვლის გაღრმავებას.

ევროკავშირის ცნობიერების ცენტრი ღონისძიებაზე „კულტურული დიპლომატიის თანამედროვე გამოწვევები და შესაძლებლობები“

26 მარტი, 2026

2026 წლის 26 მარტს ევროკავშირის ცნობიერების ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ღონისძიებაში „კულტურული დიპლომატიის თანამედროვე გამოწვევები და შესაძლებლობები – მუსიკის მაგალითი,“ რომელიც ორგანიზებული იყო ვენის დიპლომატიური აკადემიის მიერ.

დისკუსიის დროს ცენტრის თავმჯდომარემ, ელჩმა დავით დონდუამ, ხაზი გაუსვა კულტურული დიპლომატიის როლს კონფლიქტების მოგვარებისა და შერიგების პროცესში. მან ასევე წამოწია საკითხი კულტურული დიპლომატიის შეზღუდვების თაობაზე მიმდინარე ომის პირობებში. ასევე ისაუბრა კულტურასა და მორალს შორის ურთიერთობაზე მაშინ, როდესაც ხელოვანები ღიად იკავებენ ე.წ. „ომის პარტიის“ მხარეს.

ევროკავშირის ცნობიერების ცენტრი კავკასიის ჟურნალის მეოთხე ვებინარში - “ვიშეგრადის გაკვეთილები საქართველოსთვის”

26 მარტი 2026

2026 წლის 26 მარტს ევროკავშირის ცნობიერების ცენტრმა მონაწილეობდა მიიღო კავკასიური ჟურნალის მიერ ორგანიზებულ მეოთხე ვებინარში – “ვიშეგრადის გაკვეთილები საქართველოსთვის – პოლიტიკური დაპირისპირების დაძლევა და პრაქტიკული თანამშრომლობის გზით”.

დასკვნით სესიაზე ევროკავშირის ცნობიერების ცენტრის თავმჯდომარემ დავით დონდუამ ისაუბრა ვიშეგრადის გამოცდილების მთავარ გაკვეთილზე – თანამშრომლობა შესაძლებელია პოლიტიკური განსხვავებების მიუხედავად. მან ხაზი გაუსვა, რომ პოლიტიკური უთანხმოება არ უნდა აფერხებდეს პრაქტიკულ თანამშრომლობას ისეთ სფეროებში, როგორიცაა ენერგეტიკა, ინფრასტრუქტურა, განათლება და ვაჭრობა.

დისკუსიამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საქართველოს პროგრესი დამოკიდებულია არა სრულ პოლიტიკურ კონსენსუსზე, არამედ იმაზე, შეძლებს თუ არა ქვეყანა თანამშრომლობის შენარჩუნებას პოლარიზებულ გარემოშიც.

ევროკავშირის ცნობიერების ცენტრი ვილფრედ მარტენსის ცენტრის კონფერენციაზე — მსოფლიო გლობალური წესრიგის მომავალი

18 მარტი, 2026

2026 წლის 18 მარტს, ევროკავშირის ცნობიერების ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი რობაქიძემ, მონაწილეობა მიიღო ბრიუსელში, ვილფრედ მარტენსის ევროპული კვლევების ცენტრის მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის კონფერენციაში — „ძალა, თანამშრომლობის ფორმატები და მომავალი გლობალური წესრიგი“. ღონისძიებამ თავი მოუყარა მაღალი რანგის პოლიტიკოსებს, ექსპერტებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რათა განეხილათ ცვალებადი გეოპოლიტიკური გარემო და ევროკავშირის როლი ახალი გლობალური წესრიგის ფორმირებაში.

კონფერენციის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკავშირის წინაშე არსებულ სტრატეგიულ გამოწვევებს, მათ შორის ეკონომიკურ უსაფრთხოებას, გეოპოლიტიკურ კონკურენციას და ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციას. დისკუსიების ერთ-ერთ მთავარ თემად გამოიკვეთა გლობალიზაციის ტრანსფორმაცია — ეფექტიანობაზე ორიენტირებული მოდელიდან უსაფრთხოებაზე დაფუძნებულ მიდგომაზე გადასვლა, სადაც პრიორიტეტული ხდება მდგრადობა, მიწოდების ჯაჭვების დივერსიფიკაცია და სანდო თანამშრომლობის ფორმატების გაძლიერება.

კავკასიური ჟურნალის ვებინარი - „ვიშეგრადის გაკვეთილები საქართველოსთვის“

5 მარტი 2026

ევროკავშირის ცნობიერების ცენტრმა მონაწილეობა მიიღო კავკასიური ჟურნალის მიერ ორგანიზებულ ვებინარში „ვიშეგრადის გაკვეთილები საქართველოსთვის – პოლიტიკური უთანხმოების დაძლევა პრაქტიკული თანამშრომლობის გზით“ – ბიზნესი პოლიტიკის მიღმა.

დისკუსიის დროს, ევროკავშირის ცნობიერების ცენტრის თავმჯდომარემ, დავით დონდუამ, ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ეკონომიკური თანამშრომლობა დარჩეს მდგრადი პოლიტიკური უთანხმოებების მიუხედავად. ვიშეგრადის ჯგუფის გამოცდილებაზე დაყრდნობით, მან აღნიშნა, რომ ევროკავშირისა და ევროპის ერთიანი ბაზრის ფარგლებში ძლიერი ინსტიტუციური სტრუქტურები ხელს უწყობს ვაჭრობის, ინვესტიციებისა და მიწოდების ჯაჭვების დაცვას პოლიტიკური რყევებისგან.

დავით დონდუამ აღნიშნა, რომ ევროკავშირის ინსტიტუციური ჩარჩოს არარსებობის შემთხვევაში, საქართველოსთვის კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა და ინსტიტუციური პროგნოზირებადობის შექმნა აუცილებელია ინვესტორების ნდობის შესანარჩუნებლად. მან ასევე ხაზი გაუსვა ძირითადი სექტორების – როგორიცაა ტრანზიტი და ლოგისტიკა, ენერგეტიკული დერეფანი და ციფრული ეკონომიკა – პოლიტიკური პოლარიზაციისგან დაცვის მნიშვნელობას.

მან აღნიშნა, რომ საქართველოს, როგორც ევროპასა და აზიას შორის საიმედო სატრანზიტო ცენტრის როლის გაძლიერება, შეიძლება მნიშვნელოვან სტაბილიზაციის ფაქტორად იქცეს პოლიტიკურად არასტაბილურ სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

ევროკავშირის ცნობიერების ცენტრი ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის ყოველწლიურ კონფერენციაზე "Ideas Lab 2026"

2-3 მარტი, 2026

ევროკავშირის ცნობიერების ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა მონაწილეობა მიიღო ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის (CEPS) მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ ფორუმში — „IDEAS LAB 2026“, რომელიც ბრიუსელში გაიმართა.

„IDEAS LAB 2026“-მა გააერთიანა პოლიტიკის შემმუშავებლები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები, სამოქალაქო საზოგადოებისა და ანალიტიკური ცენტრების ექსპერტები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან. დისკუსიები შეეხებოდა ევროკავშირის სტრატეგიულ პრიორიტეტებს, კონკურენტუნარიანობას, გაფართოებას, უსაფრთხოებასა და ევროპული ინტეგრაციის მომავალს.

აღნიშნულ ფორუმში მონაწილეობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ევროკავშირის ცნობიერების ცენტრის აქტიურ ჩართულობას ევროპული პოლიტიკის ფორმირების პროცესებში და მის მზადყოფნას, წვლილი შეიტანოს პროფესიულ და ანალიტიკურ დისკუსიებში.

ევროკავშირის ცნობიერების ცენტრი მომავალშიც გააგრძელებს თანამშრომლობას წამყვან ევროპულ ანალიტიკურ ინსტიტუტებთან და პარტნიორებთან.

ევროკავშირის ცნობიერების ცენტრმა მონაწილეობა მიიღო მოლდოვის ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხზე გამართულ მაღალი დონის დისკუსიაში

26 თებერვალი 2026

2026 წლის 26 თებერვალს, ევროკავშირის ცნობიერების ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ბრიუსელში, კონრად ადენაუერის ფონდის ევროპის ოფისის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში – „მოლდოვის ევროკავშირში ინტეგრაცია: ანალიზი აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის ჭრილში“.

დისკუსიამ წარმოაჩინა მოლდოვის პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მოლდოვის წინსვლას პოლიტიკური ასოცირების, ეკონომიკური ინტეგრაციის, კანონის უზენაესობის და ევროკავშირის სტანდარტებთან სექტორული დაახლოების მიმართულებით, რაც 2025 წლის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსშიც აისახა.

ევროკავშირში მოლდოვის რესპუბლიკის ელჩის დანიელა მორარისა და ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებზე გენერალური დირექტორატის მოლდოვის განყოფილების ხელმძღვანელის ალან ჯონსის მონაწილეობით გამრთულ პანელურ დისკუსიაში, მომხსენებლებმა ისაუბრეს იმ ფაქტორებზე, რომლებიც მოლდოვაში რეფორმების დინამიკას განაპირობებს, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და რეფორმებზე ორიენტირებული საჯარო ადმინისტრაციის აქტიურ როლზე.

ევროკავშირის ცნობიერების ცენტრი მიესალმება შესაძლებლობას, მონაწილეობა მიეღო ამ დროულ და მნიშვნელოვან განხილვაში და წვლილი შეეტანა დისკუსიებში ევროკავშირის გაფართოების, სამართლის უზენაესობის რეფორმებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოში მდგრადობის გაძლიერების საკითხებზე.

ევროკავშირის ცნობიერების ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ვენაში გამართულ ღონისძიებებში, რომლებიც მიეძღვნა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების ოთხი წლისთავს

24 თებერვალი, 2026

ღონისძიებამ გააერთიანა  სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და უკრაინული დიასპორის წარმომადგენლები. მათ სოლიდარობა გამოხატეს უკრაინელი ხალხის მიმართ და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას. აღევლინა წირვა წმინდა სტეფანეს საკათედრო ტაძარში და გაიმართა სანთლების ანთების ცერემონია შტეფანსპლაცზე. ღონისძიება დასრულდა მსვლელობით ქალაქის ცენტრში ავსტრიის პარლამენტის შენობის წინ. ღონისძიებაში მონაწილეებმა კიდევ  ერთხელ დაადასტურეს უკრაინის სუვერენიტეტის, თავისუფლებისა და ევროპული მომავლისადმი მხარდაჭერა.

ვებინარი აკადემიურ და სამეცნიერო თანამშრომლობაზე

29 იანვარი 2026

2026 წლის 29 იანვარს ევროკავშირის ცნობიერების ცენტრმა მონაწილეობა მიიღო კავკასიის ჟურნალის მიერ ორგანიზებულ ვებინარში, რომელიც აკადემიურ, სამეცნიერო და გარემოსდაცვით თანამშრომლობას მიეძღვნა.

საკუთარ გამოსვლაში  ევროკავშირის ცნობიერების ცენტრის თავმჯდომარემ, ელჩმა დავით დონდუამ აღნიშნა, რომ აკადემიური და სამეცნიერო თანამშრომლობა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, როგორც დიალოგისა და თანამშრომლობის შენარჩუნების გზა, განსაკუთრებით რთული პოლიტიკური ვითარების პირობებში. განხილული იყო გამოცდილება, რომელიც აჩვენებს, რომ მეცნიერებასა და გარემოს დაცვაში თანამშრომლობა შესაძლებელია პოლიტიკური უთანხმოებების მიუხედავად.

დისკუსიაში მონაწილეობდნენ დიპლომატები და ექსპერტები, საქართველოდან და ვიშეგრადის ოთხეულის ქვეყნებიდან, რომლებმაც ხაზი გაუსვეს რეგიონული თანამშრომლობის გაგრძელების პრაქტიკულ და გრძელვადიან შესაძლებლობებს.

ბრუნო კრაისკის 115 წლისთავის ღონისძიება

22 იანვარი, 2026

ევროკავშირის ცნობიერების ცენტრის თავმჯდომარემ, დავით დონდუამ, მონაწილეობა მიიღო ბრუნო კრაისკის 115 წლისთავის საიუბილეო ღონისძიებაში.

ბრუნო კრაისკის საერთაშორისო დიალოგის ფორუმმა უმასპინძლა პანელურ დისკუსიას -„ბრუნო კრაისკი და ახლო აღმოსავლეთი: დიპლომატია და მშვიდობის აღმშენებლობა“. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ავსტრიის წამყვანი პოლიტიკოსები, დიპლომატები და მეცნიერები. ისაუბრეს პირადად ბრუნო კრაისკისა და ავსტრიის როლზე რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფის საქმეში.

არქივი

„ისტორიამ გვასწავლა, რომ ევროპა ჩვენი ბედისწერაა და არა მხოლოდ არჩევანი“

ჰელმუტ კოლი

Scroll to Top