საჯარო
ჩართულობა

ევროკავშირის შესახებ ცნობიერების ამაღლების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი რობაქიძე, აღმოსავლეთ ევროპაში დემოკრატიის დაცვისადმი მიძღვნილ მაღალი დონის სადისკუსიო პანელზე სიტყვით გამოვიდა

2025 წლის 13 მაისს, ევროკავშირის შესახებ ცნობიერების ამაღლების ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი რობაქიძემ, მონაწილეობა მიიღო მაღალი დონის პანელურ დისკუსიაში სახელწოდებით „რატომ სჭირდება ევროკავშირს აღმოსავლეთ ევროპაში დემოკრატიის დასაცავად ახლავე მოქმედება“, რომელიც თანაორგანიზებული იყო JEF Brussels-ის, Promote Georgia-სა და Students of Liberty-ის მიერ.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: ევროპარლამენტის წევრი და ფრაქცია Renew Group-ისა და პარტია ALDE ვიცე-პრეზიდენტი დენ ბარნა, ევროკავშირში მოლდოვას რესპუბლიკის მუდმივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ელჩი დანიელა მორარი, Araminta Advisers-ის ევროპული პოლიტიკის მიმართუილების ხელმძღვანელი ვანო ჩხიკვაძე, და პოლიტიკური სტრატეგი და ორგანიზაცია „Article7“-ის დამფუძნებელი გარვან ვალში, დისკუსიას უძღვებოდა ვილფრიდ მარტენსის ევროპული კვლევების ცენტრის მკვლევარი თეონა ლავრელაშვილი.

პანელური დისკუსიის ფარგლებში განხილული იყო საქართველოში, მოლდოვასა და რუმინეთში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისები. ყურადღება გამახვილა შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებაზე, რუსეთის მავნე გავლენასა და მასთან ბრძოლის სტრატეგიებზე, ასევე სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობაზე და ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში ევროკავშირის შესაძლო სამოქმედო სტრატეგიაზე.
საკუთარ გამოსვლაში გიორგი რობაქიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მავნე ქმედებების წინააღმდეგ თანამშრომლობის კონკრეტული მექანიზმების განხილვამდე აუცილებელია რუსეთის ჰიბრიდული ომისა და გამოყენებული ინსტრუმენტების ბუნებისა და მასშტაბის სრულფასოვანი ანალიზი. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსაზრება, რომ კონფლიქტის „გაყინვა“ ან რუსთის სასარგებლოდ დათმობები, იმ იმედით რომ კომპრომისის საფუძველზე შესაძლებელი იქნება რუსეთთან მხრიდან შემდგომი აგრესიის თავიდან აცილება, სახიფათოდ მცდარია. ამის ნათელი მაგალითებია საქართველოს გამოცდილება 1990-იანი წლებიდან 2008 წლის ბოლო რუსული აგრესიისა და ოკუპაციის ჩათვლის და უკრაინის გამოცდილება „მინსკი I“ და „მინსკი II“ შეთანხმებებთან დაკავშირებით. ევროკავშირი უნდა გასცდეს რიტორიკული მხარდაჭერის ჩარჩოებს და შეიმუშაოს რუსეთის შეკავებისა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში სტაბილურობის მდგრადობის განმამტკიცებელი სტრატეგიული მექანიზმები.
გიორგი რობაქიძემ ამ მიმართულებით გასატარებელ ღონისძიებებზე საუბრისას გააჟღერა რამდენიმე კონკრეტული ინიციატივა კერძოდ:

  • საქართველოსა და მოლდოვას ინტეგრირება ევროკავშირის ჰიბრიდული საფრთხეების სწრაფი შეტყობინების სისტემაში;
  • ნატო-ევროკავშირის სტრატეგიული კომუნიკაციის კოორდინაციის გაძლიერება;
  • სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერა დეზინფორმაციასთან ბრძოლაში;
  • ომისშემდგომი გეოპოლიტიკური რეალობის ფონზე, რუსეთთან შესაძლო შეთანხმებებისათვის, ევროკავშირის სტრატეგიული გამძლეობის ჩარჩოს შექმნა;
დასკვნით სიტყვაში გიორგი რობაქიძემ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციასთან, ნებისმიერი სახის შეთანხმება, ამ შეთანხმების რეალური აღსრულების ინსტრუმენტების გარეშე, კრემლის მხრიდან მხოლოდ ტაქტიკურ პაუზად განიხილება, რომლიც მიზანია არა მშვიდობის დამყარება არამედ შემდგომი დესტაბილიზაციისათვის ძალების მოკრება.
ევროკავშირის შესახებ ცნობიერების ამაღლების ცენტრი გულითად მადლობას უხდის ორგანიზატორებს მაღალ დონეზე ჩატარებული პანელური დისკუსიისათვის. ჩვენ ღრმად ვაფასებთ ამ ორგანიზაციების ერთგულებას ღია დიალოგის წარმოების, დემოკრატიული ღირებულებების გაძლიერებისა და ერთიანი ევროპული მომავლის ხელშეწყობის მიმართ.
ევროკავშირის ცნობიერების ცენტრი (EUAC) მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის მსურველი სხვა ქვეყნების ძალისხმევას, ევროპული ღირებულებების განმტკიცებისა და დემოკრატიული ტრანსფორმაციის პროცესში. ცენტრი გააგრძელებს საქმიანობას ცოდნის გაზიარების, პოლიტიკის ადვოკატირების და ავტორიტარიზმის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების გაძლიერების მიმართულებით, თანადგომისა და ევროპული სოლიდარობის საფუძველზე.

Scroll to Top