ღონისძიებები
და
აქტივობები

ავსტრიაში საქართველოს ევროპული გზის მხარდაჭერის გაძლიერება

2025 წლის 10 ნოემბერს, ევროკავშირის ცნობიერების ამაღლების ცენტრმა ვენაში გამართა შეხვედრა, რომელსაც დაესწრნენ ავსტრიის ქართული თემის წარმომადგენლები და საქართველოს ავსტრიელი მეგობრები. შეხვედრის მიზანი იყო ემსჯელათ იმაზე თუ რისი გაკეთება შეიძლება დამატებით, რათა ავსტრიული საზოგადოება უკეთ იყოს ინფორმირებული საქართველოში მიმდინარე მოვლენებისა და ქართული საზოგადოების ძალისხმევაზე, რათა ქვეყანა ევროკავშირთან დააახლოვოს.
შეხვედრაზე განიხილეს თანამშრომლობის შესაძლო სფეროების ფართო სპექტრი, მათ შორის ერთობლივი ღონისძიებებისა და საჯარო დისკუსიების ორგანიზება, ავსტრიულ მედიაში სტატიებისა და ინტერვიუების გამოქვეყნების ხელშეწყობა, ევროპული ინტეგრაციის შესახებ აკადემიური მრგვალი მაგიდების ჩატარება, ქართული კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაცია ავსტრიაში და ახალგაზრდული და სტუდენტური ჯგუფების ჩართვა ევროპულ თემატიკის პროექტებში.
ღონისძიების სპეციალური სტუმარი იყო რაინჰარდ კლოუჩეკი, ავსტრიის პანევროპული მოძრაობის პრეზიდენტი. შეხვედრა გაიმართა ვენის ვერსატორიუმში, მწერლებისა და მთარგმნელების ცენტრში და მას მასპინძლობდა ცენტის დირექტორი, ავსტრიელი მწერალი პიტერ უოტერჰაუსი.

Scroll to Top