საჯარო
ჩართულობა

ევროკავშირის ცნობიერების ამაღლების ცენტრი ევროკავშირის პირველ გაფართოების ფორუმზე

18 ნოემბერს, ევროკავშირის ცნობიერების ამაღლების ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, დოქტორმა გიორგი რობაქიძემ, მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის პირველ გაფართოების ფორუმში. ევროკომისიის ფლაგმანი ინიციატივა, მიზნად ისახავს საზოგადოების ჩართულობის განახლებას ევროკავშირის გაფართოების საკითხზე. ფორუმმა, რომელიც კომისიის 2024–2029 წლების სტრატეგიული ხედვის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს, შეკრიბა ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირები, პოლიტიკოსები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და ექსპერტები, რათა განეხილათ გაფართოებული და უფრო მდგრადი ევროპის მომავალი.
ღონისძიებაზე ხაზი გაესვა მზარდ კონსენსუსს, რომ გაფართოება აუცილებელია ევროპის სტაბილურობის, უსაფრთხოების, ეკონომიკური კონკურენტუნარიანობისა და დემოკრატიული მდგრადობის გასაძლიერებლად. გამომდინარე იქედან, რომ ევროკავშირი ამჟამად ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე ამბიციურ გაფართოების დღის წესრიგს ახორციელებს, ფორუმის მსვლელობისას აღინიშნა, რომ გაფართოების პერსპექტივა აღარ არის შორეული მისწრაფება, არამედ უახლოესი პოლიტიკური რეალობაა.
თავის გამოსვლაში, გიორგი რობაქიძემ ხაზი გაუსვა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული უკუსვლას და საქართველოს მთავრობის ევროკავშირისგან დაშორებას. ყოფილი დიპლომატისა და საქართველოს ევროპული მისწრაფებების აქტიური მხარდამჭერის პერსპექტივიდან საუბრისას, მან ღრმა შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ ქვეყანა, რომელიც ოდესღაც ევროკავშირში ინტეგრაციის ფავორიტად ითვლებოდა, ახლა ჩამორჩა, მოქმედი მთავრობა სულ უფრო მკაფიოდ ატარებს ანტი-ევროპულ პოლიტიკას და უახლოვდება რუსულ ორბიტას.
გიორგი რობაქიძემ მოუწოდა ევროკომისიის წარმომადგენლებს, გაატარონ უფრო მკვეთრი და პროაქტიული ზომები საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად, რომელიც ქვეყნის ევროპული მომავლის დაცვას აგრძელებს მიუხედავად ხელისუფლების მხრიან მზარდი ზეწოლისა. მან ხაზი გაუსვა „სიტყვებიდან საქმეებზე გადასვლის“ აუცილებლობას, განსაკუთრებით უვიზო რეჟიმის კუთხით მიღებული ბოლოდროინდ საქართველოს მოსახლეობისათვის ზიანის მიყენების გარეშე მოხდეს, მთავრობის წარმომადგენლებისთვის შესაბამისი პასუხისმგებლობას დაკისრება. თავისი გამოსვლის დასასრულს, გიორგი რობაქიძემ მოუწოდა ევროკავშირის ლიდერებს, არ აიღონ ხელი საქართველოს მხარდაჭერაზე და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ქვეყნის ევროპული მომავლის ერთგული რჩება.
გ. რობაქიძის კითხვის პასუხად, ევროკომისრებმა გამოხატეს მტკიცე სოლიდარობა ქართველი ხალხის მიმართ და კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ საქართველო ევროპული ოჯახის ნაწილი რჩება. მათ ხაზი გაუსვეს, რომ ევროკავშირის მიერ სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა გაგრძელდება მთავრობის მხრიდან გაზრდილი კონტროლისა და ზეწოლის მიუხედავად და აღნიშნეს, რომ სამოქალაქო საზოგადოების დაფინანსება გაორმაგდა. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა დახმარების ისეთი მიმართულებით განსახოციელებლად, რომელიც უზრუნველყოფს ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების უსაფრთხოებას და მდგრადობას.
მათ ასევე ხაზი გაუსვეს, რომ სხვა კანდიდატი ქვეყნების - მათ შორის უკრაინის, მოლდოვას, მონტენეგროს და დასავლეთ ბალკანეთის - გაწევრიანების სწრაფი პროგრესი დამაჯერებელი დემონსტრირება იქნება იმისა, რომ გაფართოება რეალურია. ეს მკაფიო სიგნალს იქნება საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომ მათ ქვეყანას შეუძლია დაუბრუნდეს ევროპული ინტეგრაციის გზას დემოკრატიული რეფორმების განახლების შემდეგ. ფორუმის ფარგლებში გამართულმა დისკუსიებმა ნათლად აჩვენა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობის ამჟამინდელი პოლიტიკური კურსი სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, ევროკავშირი არ მიატოვებს საქართველოს. პირიქით, ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ერთგულება ქართველი ხალხის, საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების დაცვისა და საქართველოს ევროპულ გზაზე დაბრუნების მიმართ.
არანაკლებ სასიამოვნო და მნიშვნელოვანი იყო ფორუმზე ენერგიული, განათლებული და სამშობლოზე შეყვარებული არაერთი ქართველი ახალგაზრდების მონაწილეობა და მათი აქტიური ჩართულობა დისკუსიებში. მათი ენერგია და გამბედაობა ნამდვილად იძლევა იმედს, რომ საქართველოს ევროპული მომავალი საიმედო ხელშია.
ევროკავშირის ცნობიერების ამაღლების ცენტრისთვის, ასეთ ტიპის ფორუმებში მონაწილეობა წარმოადგენს მისი მიზნის პრაქტიკულ განხორციელებას, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროპულ მისწრაფებას და დაიცვას ევროპული ღირებულებები ყველა კანდიდატ ქვეყანაში. როგორც ორგანიზაცია, EUAC კვლავ ერთგულად ისწრაფვის დემოკრატიის გაძლიერების, სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერებისა და იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ევროკავშირისთვის კვლავ პრიორიტეტად დარჩეს.

„ისტორიამ გვასწავლა, რომ ევროპა ჩვენი ბედისწერაა და არა მხოლოდ არჩევანი“

ჰელმუტ კოლი

Scroll to Top