საჯარო
ჩართულობა
ევროკავშირის შესახებ ცნობიერების ამაღლების ცენტრი ევროპული იდეების ფორუმზე 2025
9–10 დეკემბერი 2025 წელს, ევროკავშირის ცნობიერების ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი რობაქიძემ მონაწილეობა მიიღო ვილფრიდ მარტენსის სახელობის ევროპული კვლევების ცენტრის მიერ.ორგანიზებულ ევროპული იდეების ფორუმში.
ფორუმის ფარგლებში გიორგი რობაქიძეს პატივი ჰქონდა შეხვედროდა ევროპარლამენტის პრეზიდენტს, კარგ მეგობარს — რობერტა მეცოლას, რომლის ხედვა ევროპის მომავლის შესახებ ყოველთვის გამორჩეულად შთამაგონებელი იყო.
ფორუმის მიმდინარეობისას გიორგი რობაქიძე ასევე შეხვდა ვილფრიდ მარტენსის ცენტრის პრეზიდენტს, სლოვაკეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და გამორჩეულ ევროპელ პოლიტიკოსს — მიკულაშ ძურინდას. მოკლე შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ტრაექტორია, ქვეყნის რეფორმების პროცესში არსებული გამოწვევები, ასევე — სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის მხარდაჭერის მნიშვნელობა.
გიორგი რობაქიძემ და პრეზიდენტმა ძურინდამ ასევე განიხილეს ევროკავშირის ცნობიერების ამაღლების ცენტრსა და მარტენსის ცენტრს შორის შესაძლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
ფორუმზე მონაწილეობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ევროკავშირის სცნობიერების ცენტრის სტრატეგიულ მიდგომას, რაც გამოიხატება წამყვან ევროპელ პოლიტიკოსებთან და კვლევით ცენტრებთან პირდაპირი თანამშრომლობის გზით ხელი შეუწყოს საქართველოს ევროპული მისწრაფებების სწორ აღქმას ევროპულ დონეზე და ამ მისწრფების მხარდაჭერის მოპოვებას.
ცენტრი კვლავ გააგრძელებს პარტნიორობების გაფართოებას და საკუთარი წვლილის შეიტანას დემოკრატიის, უსაფრთხოების და ინტეგრაციის საკითხებზე ევროპულ დისკუსიაში.
„ისტორიამ გვასწავლა, რომ ევროპა ჩვენი ბედისწერაა და არა მხოლოდ არჩევანი“
