ჩვენი ექსპერტები
ელჩი გოჩა ჯავახიშვილი
უფროსი მკვლევარი
gocha.javakhishvili [at] euawareness [dot] org
გოჩა ჯავახიშვილი არის ქართველი დიპლომატი და მეცნიერი, რომელსაც აქვს მუშაობის ოცდაათწლიანი გამოცდილება დიპლომატის, საერთაშორისო ურთიერთობების, ფრანკოფონიისა და უმაღლესი განათლების სფეროებში. იგი აღიარებული სპეციალისტია სამხრეთ კავკასიის, ევროპული გეოპოლიტიკისა და მრავალმხრივი თანამშრომლობის მიმართულებით და წლების განმავლობაში იკავებდა მაღალ თანამდებობებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
იგი მუშაობდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად საფრანგეთსა და მონაკოში, აგრეთვე საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად იუნესკოში, ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციაში, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაში და საერთაშორისო გამოფენათა ბიუროში. ამ პოზიციებზე მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართულ-ფრანგული ურთიერთობების გაღრმავებაში, ფრანკოფონიის ხელშეწყობასა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში.
დიპლომატიურ საქმიანობასთან ერთად, გოჩა ჯავახიშვილი მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მრჩევლად, სადაც კოორდინაციას უწევდა დიპლომატიურ ურთიერთობებსა და თანამშრომლობას ევროპულ და საერთაშორისო ინსტიტუტებთან, ასევე იყო მკვლევარი საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ აკადემიაში.
გოჩა ჯავახიშვილი ფლობს დოქტორის სამეცნიერო ხარისხ და არის ემერიტუს პროფესორი. სხვადასხვა წლებში ასწავლიდა საქართველოსა და საფრანგეთის უნივერსიტეტებში და ამჟამად ხელმძღვანელობს ფრანგული ენისა და კულტურის ცენტრს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში. იგი არის მთარგმნელი და მრავალი მნიშვნელოვანი ევროპული ნაშრომების ქართული თარგმანების ავტორი.
გოჩა ჯავახიშვილი დაჯილდოებულია საფრანგეთის ეროვნული ღირსების ორდენითა და აკადემიური პალმების ორდენით.
"ევროპის წინსვლა გუნდური მუშაობის გარეშე შეუძლებელია"
