ჩვენი
სტაჟიორები

ილან დასსენცაო

Ilan.Dascencao [at] euawareness [dot] org

ილან დასსენსაო ევროკავშირის ცნობიერების ცენტრის სტაჟიორია, სადაც პასუხისმგებელია სხვადასხვა მასალის მომზადებაზე, კომუნიკაციების მართვასა და პარტნიორებთან თანამშრომლობის განვითარებაზე. მას მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი ევროპულ და საერთაშორისო ურთიერთობებში სენ-ჟერმენ-ან-ლეის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტში. საბაკალავრო სწავლების ბოლო წელს იგი ერაზმუსის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სწავლობდა ბრიუსელის თავისუფალ უნივერსიტეტში, სადაც სპეციალიზაცია გაიარა ევროპული ინტეგრაციის ინსტიტუციურ და საკომუნიკაციო განზომილებებში.
ამჟამად ილანი ერთწლიან აკადემიურ შესვენების ფარგებში პროფესიული გამოცდილებას იღრმავებს ევროპულ საქმეთა სფეროში, მოგვიანებით კი აპირებს სწავლის გაგრძელებას სამაგისტრო პროგრამით. მისი საქმიანობა კონცენტრირებულია ინსტიტუციურ პოლიტიკასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ურთიერთქმედებაზე. ევროკავშირის ცნობიერების ცენტრში საქმიანობის პარალელურად, იგი ასევე იკავებს საერთაშორისო და ევროპული პროექტების მენეჯერის პოზიციას ორგანიზაციაში „Maison d'Europe des Landes“.
ილანის ინტერესის სფეროს წარმოადგენს დემოკრატიული ლეგიტიმაციის ის საკითხები რომელთა საშუალებითაც ევროკავშირის ინსტიტუტებს შეუძლიათ საზოგადოებასთან გამჭვირვალე და სანდო კავშირების დამყარება. იგი თავისუფლად ფლობს ფრანგულ და ინგლისურ ენებს, საუბრობს ესპანურად და ფლობს რუსული ენის საბაზისო ცოდნას.

"ევროპის წინსვლა გუნდური მუშაობის გარეშე შეუძლებელია"

ჟაკ დელორი

Scroll to Top