ჩვენი ექსპერტები

ირაკლი ლაითაძე

უფროსი მკვლევარი

irakli.laitadze [at] euawareness [dot] org

ირაკლი ლაითაძეს დიპლომატიურ სამსახურსა და კერძო სექტორში მნიშვნელოვანი თანამდებობები ეკავა. იგი მუშაობდა ბრიუსელში, ევროკავშირში საქართველოს მისიასა და ბელგიაში, ნიდერლანდებსა და ლუქსემბურგში საქართველოს საელჩოში.
დიპლომატიური სამსახურის შემდეგ, ირაკლი ლაითაძე იყო „ჯმთ“ ჯგუფის ფინანსური დირექტორი. შემდეგ გამომცემლობა „არტანუჯის“ დირექტორი.
ირაკლი ლაითაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მადრიდის დიპლომატიური სკოლა (მაგისტრის ხარისხით) და კემბრიჯის უნივერსიტეტი (MBA). მას აქვს ჰუმანიტარულ მეცნიერებებში დოქტორის ხარისხი (Magna cum laude) თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტიდან.
ირაკლის დაწერილი აქვს სამი წიგნი (ერთი მხატვრული და ორი დოკუმენტური პროზა). მისი წიგნი „საბჭოთა საქართველო - პირადი მოგზაურობა უახლეს ისტორიაში“ ლიტერატურული პრემია „საბას“ 2025 წლის მოკლე სიაში იყო.

"ევროპის წინსვლა გუნდური მუშაობის გარეშე შეუძლებელია"

ჟაკ დელორი

Scroll to Top