ფაქტები
vs.
მანიპულაცია

მანიპულაცია #2

ვიზალიბერალიზაციას ერთი მინუსი რაც აქვს, ეს არის მიგრაციის წახალისება.... ვიზალიბერალიზაციის არ არსებობის პირობებში, ბევრად მეტი ჩვენი მოქალაქე დარჩებოდა ქვეყანაში, შესაბამისად გაიზრდებოდა სამუშაო ძალა და ეს პირდაპირ აისახებოდა ეკონომიკური ზრდის ტემპის დამატებით გაზრდაზე"- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

ფაქტი

ვიზალიბერალიზაცია საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, კანონიერად, მოკლე ვადით იმოგზაურონ ევროკავშირის ქვეყნებში ტურისტული, საქმიანი ან ოჯახის მოსანახულების მიზნით და არა სამუშაოდ ან მუდმივად საცხოვრებლად. ეს არის ევროპული ინტეგრაციისკენ გადადგმული ნაბიჯი და ევროკავშირის მხრიდან ნდობის გამოხატვა და არა საფრთხე.


ვიზალიბერალიზაციის დადანაშაულება მიგრაციის ხელშეწყობაში სინამდვილეში არის ცინიკური მცდელობაა, რომ მოსახლეობისგან რეალური პრობლემები დამალონ: ხალხი ქვეყანას იმიტომ არ ტოვებს, რომ ამის უფლება აქვს — არამედ იმიტომ, რომ საქართველოში ცხოვრება გაუსაძლისი გახდა.

  • ქართველები ემიგრაციაში მიდიან, რადგან ქვეყანაში არ არის სათანადო სამუშაო ადგილები, ადეკვატური ხელფასები და ელემენტარული სოციალური გარანტიები.
  • არ ფუნქციონირებს შრომის ინსპექცია, ან საერთოდ არ არის ან თუ არის არაფრის მაქნისია პროფესიული კავშირები, უხეშად ირღვევა შრომითი უფლებები და ამას არავითარი რეაგირება არ მოსდევს.
  • ხელფასები არ არის საკმარისი ღირსეულად ცხოვრებისთვის, უამრავი ადამიანი მუშაობს კონტრაქტისა და სამედიცინო დაზღვევის გარეშე.
  • კვალიფიციური ჯანდაცვა ბევრისთვის ხელმიუწვდომელია, ხოლო საჯარო სერვისები ხშირად კორუფციული ან არაეფექტურია.
  • ახალგაზრდები საკუთარ მომავალს ვერ ხედავენ ქვეყანაში, სადაც წარმატება ხშირად ნაცნობობაზეა დამოკიდებული, და არა დამსახურებაზე.
  • ვიზალიბერალიზაციის არარსებობის დროსაც ტოვებდნენ ქართველები ქვეყანას — ოღონდ მაშინ უფრო ხშირად არალეგალურად და სამუდამოდ. დღეს კი, ვიზალიბერალიზაციის პირობებში, ბევრი ამჯობინებს დროებით, კანონიერ მოგზაურობას და სამშობლოში დაბრუნებას. შედეგად შემოაქვს ქვეყანაში ფული, ცოდნა და გამოცდილება.

შესაბამისად, გამოსავალი არ არის ვიზალიბერალიზაციის გაუქმება, არამედ:

  • ქვეყანაში ღირსეული სამუშაო ადგილების შექმნა და ნეპოტიზმის აღმოფხვრა;
  • პოლიტიკური და მედიაპლურალიზმის უზრუნველყოფა; კანონის უზენაესობის დამყარება.
  • ისეთი სისტემის აშენება, სადაც მოქალაქეს საკუთარი მომავალი საქართველოში წარმოუდგენია.

ქართველები არ გარბიან ევროპაში — ისინი გაურბიან უიმედობას.

ევროკავშირის დადანაშაულების ნაცვლად, ჯობია ხელისუფლებამ საკუთარ თავს ჰკითხოს:

  • რატომ ვერ ახერხებს მოქალაქე საქართველოში სტაბილური ცხოვრების აწყობას?
  • რატომ ვერ სთავაზობს სახელმწიფო სოციალური დაცვის, ეკონომიკური შესაძლებლობებისა და სამართლიანობის გარანტიას?

ვიზალიბერალიზაცია მიიღწა რეფორმების გატარების გზით. მისი ეჭვქვეშ დაყენება ნიშნავს საქართველოს იზოლაციას და უდანაშაულო მოქალაქეების დასჯას.

აღნიშნულ სიტუაციაში გამოსავალი საზღვრების ჩაკეტვა არ არის; გამოსავალია სამართლიანობის დამკვიდრება და ქვეყანაში ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობის შექმნა .

Scroll to Top