ფაქტები
vs.
მანიპულაცია
მანიპულაცია #3
“საქართველოში არავინ ლანძღავს და არ ესხმის თავს უცხოელ დიპლომატებს. პირიქით, ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ურთიერთობებს, რომლებიც საქართველოს წლების განმავლობაში ჩამოუყალიბდა ჩვენს პარტნიორებთან და მეგობრებთან,“ — მაკა ბოჭორიშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.
ფაქტი
გასული წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები — მათ შორის პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, საგარეო საქმეთა მინისტრი და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ არაერთი დეპუტატი — ევროკავშირის მხრიდან, საქართველოში დემოკრატიული უკუსვლისა და ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ, გამოთქმული კრიტიკის საპასუხოდ, არაერთხელ უხეშად გააკრიტიკეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს საქართველოში ევროკავშირის ინსტიტუტებისა და წევრი სახელმწიფოების ცალკეულ ელჩებს. საქართველოს ხელისუფლების პირველი პირები განსაკუთრებით გერმანიის, საფრანგეთისა და ნიდერლანდების წარმომადგენლების მიმართ იყვნენ აგრესიულები. ამგვარმა კონფრონტაციულმა რიტორიკამ მნიშვნელოვნად გააღრმავა დიპლომატიური დაძაბულობა თბილისსა და ბრიუსელს შორის.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ევროპელი დიპლომატები დაადანაშაულეს დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის „უხეშ“ დარღვევაში, იმ მოტივით, თითქოს ეს უკანასკნელნი აქტიურად ერეოდნენ საქართველოს შიდა პოლიტიკაში, სასამართლო სისტემასა და საარჩევნო პროცესებში. უფრო მეტიც, ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყნის ელჩები დაადანაშაულეს „ამპარტავნებაში“, „მფარველობით დამოკიდებულებაში“ და „რადიკალური“ ოპოზიციური ძალებისა და ძალადობრივი დემონსტრაციების ღია მხარდაჭერაში. ცა~
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების ცალკეულ განცხადებაში უცხოელი ელჩები მოხსენიებულნი იყვნენ როგორც „სიძულვილის ელჩები“, რომლებმაც „ყველა ხიდი დაწვეს“ ხელისუფლებასთან. ასევე გაჟღერდა მოწოდებები მათი დიპლომატებისათვის შეუფერებელი საქციელის გამო მათი ქვეყნიდან გაძევების შესახებ.
კრიტიკა არ შემოიფარგლა მხოლოდ ცალკეული დიპლომატებით და გავრცელდა ევროკავშირსა და მის ინსტიტუტებზეც. ოფიციალურმა პირებმა ბრიუსელი დაადანაშაულეს „ფარულ პოლიტიკურ დღის წესრიგში“, „შანტაჟსა და მანიპულაციაში“ და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის „პოლიტიკურ ინსტრუმენტად“ გამოყენებაში. ევროკავშირის მოქმედი ხელმძღვანელობა შეფასდა, როგორც „საბჭოთა სტანდარტებამდე“ დაქვეითებული. ევროკავშირის ანგარიშები და შეფასებები გამოცხადდა „მიკერძოებულად“ და „პოლიტიკურად მოტივირებულად“, გაჟღერდა ბრალდებები, თითქოს ევროპული დაფინანსება ემსახურება „დეზინფორმაციულ კამპანიას“ და ხელისუფლების დესტაბილიზაციას. დამკვიდრებული ნარატივის მიხედვით, ბრიუსელმა „უარი თქვა საერთო ევროპულ ღირებულებებზე“, ხოლო დასავლეთი თითქოს ცდილობს საქართველოს ომში ჩათრევასა და მისი სუვერენიტეტისა და ტრადიციული იდენტობის შერყევას.
ქვემოთ მოყვანილია ბმულები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ გაკეთებული განცხადებების შესახებ:
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე
ჩარევის ბრალდებები და ევროკავშირის „ტრაგიკული“ ბიუროკრატია:
https://georgiatoday.ge/kobakhidze-certain-eu-forces-undermine-democratic-values/
https://dfwatch.net/pm-blasts-eu-and-uk-envoys-for-meddling-in-georgias-domestic-politics-64205/
https://georgiatoday.ge/kobakhidze-criticizes-eus-regression-in-response-to-european-commission-report/
გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის, „ტრაგიკულ ფიგურად“ მოხსენიება:
ევროკავშირის ელჩის ოპოზიციური მოქმედებებისა და „სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის“ მხარდაჭერაში დადანაშაულება:
https://oc-media.org/kobakhidze-blames-eu-for-violence/
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი
ევროკავშირის ელჩის დადანაშაულება არჩევნებში ჩარევასა და სუვერენიტეტის შელახვაში:
გერმანიის ელჩის ქცევის „არაევროპულ“ და „საბჭოურ“ ქცევად შეფასება:
ევროკავშირის ელჩისადმი მოწოდება „ტონი დააკლოს“:
ბრიუსელის მიერ ქართული კანონების გაუქმების მოთხოვნის შესახებ განცხადება და ევროკავშირის „საერთო ევროპული ღირებულებებიდან გადახვევა“:
https://info.imedi.ge/en/politics/6260/georgian-parliament-speaker-claims-brussels-demands-annulment-of-georgianbacked-law-cites-medias-failure-to-question-eu-ambassador
https://info.imedi.ge/en/politics/7536/georgian-parliament-speaker-slams-eu-propaganda-on-integration-process
საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი
ევროკავშირის ინტეგრაციის პროცესის „პოლიტიკურ ინსტრუმენტად“ გამოყენებისა და „მიკერძოებული შეფასებების“ კრიტიკა:
https://tert.am/en/news/2025/11/05/eu-georgia/4248988
https://tert.am/en/news/2025/10/30/eu-integration-georgia/4248359
ევროპელი მინისტრების წერილის „ცრუ ნარატივების გავრცელებად“ შეფასება:
