მულტიმედია

„ნეიტრალიტეტის“ ბურუსი და უსაფრთხოების გაგება - თორნიკე ფარულავა რადიო თავისუფლების გადაცემაში პარასკევის საუბრები პოლიტიკაზე

4 თებერვალი, 2026

ევროკავშირის ცნობიერების ცენტრის უფროსი მკვლევარი თორნიკე ფარულავა, რადიო თავისუფლების გადაცემაში „პარასკევის საუბრები პოლიტიკაზე“ ნინო გელაშვილთან ერთად, განიხილავს ე.წ. „ნეიტრალიტეტის“ იდეას,  მის გარშემო შექმნილ ბურუსსა და ნეიტრალიტეტის  რეალურ მნიშვნელობას საქართველოს უსაფრთხოებისთვის.

დიპლომატიაში საკუთარ მრავალწლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით თორნიკე ფარულავა ხსნის, თუ რას ნიშნავს „ნეიტრალიტეტი“ საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემაში, რატომ არის ის საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის არათუ გამოსავალი, არამედ დამატებითი რისკის წყარო, და რა საფრთხეებს შეიცავს დასავლური ინტეგრაციის ალტერნატივად მისი წარმოჩენა. საუბრისას განსაკუთრებული  ყურადღება გამახვილებულია იმაზეც, თუ როგორ ვრცელდება ამ კუთრით დეზინფორმაციული გზავნილები არა მხოლოდ ქართულენოვან სივრცეში, არამედ რუსულ და ინგლისურენოვან პლატფორმებზეც.

გადაცემა წარმოადგენს კრიტიკულ, არგუმენტირებულ და მკაფიო ანალიზს იმ პოლიტიკურ დისკურსზე, რომელიც დღეს საქართველოს უსაფრთხოების მომავალს განსაზღვრავს.

ევროკავშირის ცნობიერების ცენტრი მადლობას უხდის რადიო თავისუფლებას და ჟურნალისტ ნინო გელაშვილს ამ უაღრესად აქტუალური თემის წამოწევისა და გაშუქებისათვის.

ნიკოლოზ ხატიაშვილი ევრონიუს ჯორჯიას ეთერში

27 დეკემბერი, 2025

ევროკავშირის ცნობიერების ცენტრის მკვლევარი ნიკოლოზ ხატიაშვილი ევრონიუს ჯორჯიასთან ინტერვიუში საუბრობს ყველაზე გავრცელებულ შეთქმულების თეორიებზე და მათ როლზე რუსეთის ჰიბრიდულ ომში. ინტერვიუში ყურადღება ეთმობა ე.წ. „დიპ სტეიტის“ კონცეფციას, რომელსაც კრემლი იყენებს დემოკრატიული ინსტიტუტების წინააღმდეგ. მკვლევარი ასევე საუბრობს იმაზე, თუ როგორ ვრცელდება ეს გზავნილები სხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, და რა ფაქტორები ზრდის საზოგადოების მოწყვლადობას დეზინფორმაციის მიმართ. მისი შეფასებით, განათლებისა და კრიტიკული აზროვნების გაძლიერება ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი გზაა.

თორნიკე ფარულავა სამოქალაქო საბჭოს პოდკასტში

21 ოქტომბერი, 2025

ევროკავშირის ცნობიერების ცენტრის უფროსი მკვლევარი თორნიკე ფარულავა სამოქალაქო საბჭოს პოდკასტში საუბრობს საქართველო–ნატოს ურთიერთობებზე და ბოლო წლებში ამ მიმართულებით განვითარებულ მნიშვნელოვან პროცესებზე. იგი აზიარებს უნიკალურ გამოცდილებას, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოს დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, და განმარტავს, რას ნიშნავდა ალიანსთან თანამშრომლობა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემისთვის. საუბარში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა 2014 და 2022 წლების შემდეგ ნატოს პოლიტიკის ცვლილებებს, საქართველოსთვის გახსნილ შესაძლებლობებსა და დაკარგულ შანსებს. თორნიკე ფარულავა ასევე აფასებს ნატოს დეპარტამენტის გაუქმების შედეგებს და მიმდინარე უკუსვლას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. პოდკასტი წარმოადგენს სიღრმისეულ და გულწრფელ ანალიზს საქართველოს უსაფრთხოების მომავლის შესახებ.

„თავისუფლება არის უფლება, უთხრა ადამიანებს ის, რისი მოსმენაც არ სურთ“

ჯორჯ ორუელი

Scroll to Top