ჩვენი ექსპერტები

ნიკოლოზ ხატიაშვილი

მკვლევარი

nikoloz.khatiashvili [at] euawareness [dot] org

ნიკოლოზ ხატიაშვილი ყოფილი დიპლომატი და წამყვანი ქართული ანალიტიკური ცენტრის - ჯეოქეისის უფროსი მკვლევარია. ის ასევე დასავლური დემოკრატიის და ლიდერობის ინსტიტუტის თანადამფუძნებელია. 18 წლის განმავლობაში ის მუშაობდა როგორც საჯარო, ასევე, კერძო სექტორებში მათ შორის 6 წელი საგარეო საქმეთა სამინისტროში ხოლო 8 წელი ეკავა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის უფროსის თანამდებობა. მისი კვლევის საკითხებს წარმოადგენს საერთაშორისო უსაფრთხოება, დემოკრატია, დიპლომატია, დაზვერვა და კონტრდაზვერვა, ჰიბრიდული ომი, ეროვნული უსაფრთხოება და ტერორიზმი. ნიკოლოზი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ეწევა აკადემიურ საქმიანობას და არის 60 მდე სტატიისა და კვლევის ავტორი, ასევე, 1 წიგნის თანაავტორი და მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ საერთაშორისო კონფერენციასა და ფორუმში სპიკერის სტატუსით. წლების განმავლობაში ის ჩართულია არაერთ საერთაშორისო პროექტში, რომელიც მიზნად ისახავს დემოკრატიის გაძლიერებას, დეზინფორმაციასთან ბრძოლას, ტრანსატლანტიკური კავშირების გამყარებას, შავი ზღვის უსაფრთხოების განვითარებას და საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობას.

პუბლიკაციები

"ევროპის წინსვლა გუნდური მუშაობის გარეშე შეუძლებელია"

ჟაკ დელორი

Scroll to Top