პუბლიკაცია

რუსეთის ომი უკრაინაში: როგორ აძლიერებს შიდა რეპრესიები და საერთაშორისო სანქციების თავიდან არიდება რუსეთის საომარ ძალისხმევას

ავტორი ირაკლი ლაითაძე
გამოქვეყნდა საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდი - ესტონეთი
(ინგლისურ ენაზე)

წინამდებარე სტატიაში ირაკლი ლაითაძე ცდილობს დაადასტუროს, რომ მკაცრი საერთაშორისო სანქციების და ნავთობზე ემბარგოს მიუხედავად, რუსეთმა წარმატებულად შეძლო ნავარაუდები, მრავალი უარყოფითი შედეგის შემცირება. უფრო მეტიც, ის კვლავ დაჟინებით აგრძელებს ომს. ორი საკვანძო საფუძველი, რომლებიც საშუალებას აძლევენ რუსეთს კიდევ უფრო ინტენსიურად აწარმოოს ომი უკრაინაში, არის საშინაო რეპრესიები და საერთაშორისო სანქციების თავიდან არიდების მექანიზმები. წინამდებარე სტატიაში ირაკლი ლაითაძე ცდილობს ღრმად შეისწავლოს ზემოხსენებული ორი მექანიზმი და ცხადი გახადოს თუ როგორ ავსებენ და აძლიერებენ ისინი ერთურთს. მეტიც, მათ შორის არსებობს მძლავრი სინერგიაც. შედეგად, რუსეთი გახდა მობილიზებული სამხედრო ავტოკრატია. რუსეთი სრულად აკმაყოფილებს ავტორიტარული გამძლეობის სტრუქტურას: შიდა რეპრესიები უზრუნველყოფენ სოციალურ სტაბილურობას და მთავრობის მუშაობის საიდუმლოებას. პარალელურად კი სანქციების თავის არიდება და კორუფცია იძლევა იმ ეკონომიკურ შესაძლებლობას რომლებიც საჭიროა როგორც რეპრესიების სიცოცხლისუნარიანობისათვის, ასევე ომის მეტი ინტენსივობით გაგრძელებისთვის.

წიგნი: პოპულისტური და რადიკალური პარტიების გაძლიერება „ვიშეგრადის ოთხეულის” (V4) ქვეყნებში: მიზეზები, ტენდენციები და შესაძლო შედეგები

ავტორი გიორგი რობაქიძე
წიგნი გამოიცა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით და კავკასიის საერთაშორიოს უნივერსიტეტის ხელშეწყობით​

„ვიშეგრადის ოთხეულის” (V4) ქვეყნები პოლონეთი, უნგრეთი, ჩეხეთი და სლოვაკეთი, წარმოადგენენ ყოფილი „კომუნისტური ბლოკის“ ქვეყნების თანამედროვე ტიპის დემოკრატიულ ქვეყნებად გარდაქმნის წარმატებულ მაგალითს. ამავე დროს, კომუნისტური რეჟიმის დაცემიდან გასული სამი ათეული წლის შემდეგ, ოთხივე ქვეყანაში თავი იჩინა დემოკრატიის დონის ერთგვარმა დაწევამ. თუმცა ავტორიტარული განვითარების ტენდენცია ნაკლებ გამოხატულია, მაგრამ „ვიშეგრადის ოთხეულის” ქვეყნების საზოგადოებაში შესამჩნევი ხდება ანტიევროპული (ევროკავშირის მიმართ ნეგატიური) და, ზოგადად, ანტი-ლიბერალური განწყობების მატება, რაც გამოიხატება პოპულისტური და რადიკალიზებული პარტიების ერთგვარ წარმატებაში ეროვნულ და მუნიციპალურ არჩევნებზე. ამას თან ერთვის ზოგიერთი ქვეყნის მმართველი პოლიტიკური პარტიების ელიტის ნაწილის მცდელობა, კერძო ინტერესებიდან გამომდინარე, შეასუსტოს არსებული დემოკრატიული ინსტიტუტები. წიგნში „ვიშეგრადის ოთხეულის“ ქვეყნების მაგალითზე, შესწავლილია ევროპის „პოსტ-კომუნისტური“ ქვეყნების მოსახლეობაში პოპულისტური და რადიკალური განწყობების მატების მიზეზები, გამოვლენილია საერთო ტენდენციები, განსაზღვრულია შესაძლო ნეგატიური შედეგები და დასახულია მათთან ბრძოლის სავარაუდო გზები. საქართველოში ეს თემატიკა ჯერ არ გამხდარა მონოგრაფიული შეს-წავლის საგანი. წიგნი ასევე მოწოდებულია გარკვეულწილად აღმოფხვრას ინფორმაციის დეფიციტი, რომელიც არსებობს ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში ევროკავშირისა და ნატოს შედარებით ახალი წევრი ქვეყნების ისეთი პრობლემების შესახებ, რომელთა კვლევაც ხელს შეგვიწყობს გავიაზროთ, თუ რა შესაძლო პრობლემების წინაშე შესაძლოა აღმოჩნდნენ ევროკავშირისა და ნატოს პოტენციური წევრები - აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები.

ნატოს იდენტობა და გაფართოების პოლიტიკა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე

ავტორი გიორგი რობაქიძე
გამოქვეყნდა კრებულში "საქართველო და საერთაშორისო პოლიტიკა

სტატიაში განხილულია რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე ნატოს იდენტობის ცვლილება და ალიანსის გაფართოების პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები. სტატიაში აღწერილია ცივი ომის დასრულების შემდეგ ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში განხორციელებული რეფორმები და პროცესები, რომლებითაც ხელი შეეწყო თანამედროვე უსაფრთხოების გარემოსთან ნატოს ადაპტირებას და სამხედრო ალიანსიდან სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად მის გარდაქმნას. სტატია ასევე ეხება ნატოს გაფართოების პოლიტიკას, როგორც ალიანსის იდენტობის ერთ-ერთი მნიშვნელოვან მახასიათებელს, რამაც უდიდესი გავლენა მოახდინა ევროატლანტიკურ სივრცეში მიმდინარე გეოპოლიტიკურ პროცესებზე.

დასავლეთის პასუხი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომზე – სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური და ნორმატიული ასპექტების ანალიზი

ავტორი გიორგი რობაქიძე
გამოქვეყნდა კრებულში "საქართველო და საერთაშორისო პოლიტიკა

სტატიაში მიმოხილულია ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყნების მიერ უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყებიდან დღემდე განხორციელებული ქმედებები და ამ ქმედებების გავლენა, როგორც რუსეთის ფედერაციაში არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ისე – უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და მედეგობის ამაღლებაზე. ამასთან, სტატიაში მოკლედ წარმოდგენილია უკრაინის მხარდაჭერის განმაპირობებელი ძირითადი ფაქტორები და, სამომავლოდ, საერთაშორისო სამართლის ნორმებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგის წინაშე მდგარი პოტენციური გამოწვევები.

როგორ გაუჩინა პიკნიკმა ბზარი რკინის ფარდას

ავტორი თეა ფარულავა
ევროპის ამბები

1989 წელს ცენტრალურსა და აღმოსავლეთ ევროპაში პოლიტიკური სიტუაცია ძალიან დაძაბული იყო. მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირში პერესტროიკა დაიწყო, ვარშავის პაქტის ქვეყნებში უკვე დაძრწოდა თავისუფლების აჩრდილი. მაგრამ 1989 წელი ის წელია, როცა საბჭოთა ჯარებმა კომუნისტური ევროპიდან გამოსვლა დაიწყეს, როცა პოლონურმა სოლიდარობამ საპარლამენტო არჩევნებში ხმების მესამედი მიიღო, როცა ბერლინის კედელი დაინგრა, როცა რუმინელებმა ჩაუშესკუები დახვრიტეს და როცა ვაცლავ ჰაველი ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტი გახდა. ამ რევოლუციური მოვლენების გარდა, 1989 წელს იყო ერთი ჩვეულებრივი თუ არაჩვეულებრივი პიკნიკი, რომელიც პანევროპის პიკნიკის სახელით დარჩა ისტორიაში.

პანევროპა

ავტორი თეა ფარულავა
ევროპის ამბები

1923 წელს, ვენაში გამოქვეყნდა ავსტრიელი ფილოსოფოსის, რიხარდ ფონ კუდენოვი-კალერგის, წიგნი „პანევროპა“ (მთელი ევროპა). ეს იყო პოლიტიკურად, ეკონომიკურად და სამხედრო საქმეში ევროპის სახელმწიფოების გაერთიანების პროექტი. კუდენოვი-კალერგი ევროპის ერთობისა და ძლიერების საფუძვლად, ქრისტიანულ ფასეულობებს, თავისუფლებასა და სოციალურ სამართლიანობას მოიაზრებდა. ის ფიქრობდა, რომ იმ ხანად არსებობდა მხოლოდ გეოგრაფიული და კულტურული ევროპა; მთელ მსოფლიოში და ევროპაში შექმნილი პოლიტიკური გარემოებები კი მოითხოვდნენ, რომ შექმნილიყო პოლიტიკური ევროპა.

როგორ შეიქმნა ევროპის დროშა

ავტორი თეა ფარულავა
ევროპის ამბები

1949 წელს, როცა ევროპა ჯერ ისევ მეორე მსოფლიო ომის ჭრილობებს იშუშებდა, დასავლეთი ევროპის ათმა სახელმწიფომ (ბელგია, დანია, საფრანგეთი, ირლანდია, იტალია, ლუქსემბურგი, ჰოლანდია, ნორვეგია, შვედეთი, დიდი ბრიტანეთი) შექმნა საერთაშორისო ორგანიზაცია და მას ევროპის საბჭო უწოდა. ამ ორგანიზაციის ამოცანაა დაიცვას დემოკრატია და ადამიანის უფლებები. გარდა ამისა, ევროპის საბჭო ქვეყნებს შორის იურიდიულ, კულტურულ და სოციალურ საკითხებში თანამშრომლობის გზით ხელს უწყობს ევროპულ ერთსულოვნებას.

“ევროპული ერთობა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, არ არის მხოლოდ სამართლებრივი ან ეკონომიკური სტრუქტურების საკითხი, არამედ საერთო რწმენის, საერთო ღირებულებებისა და საერთო ბედის”

პოლ-ჰენრი სპააკი

Scroll to Top