EU Awareness Centre
Knowledge Against Manipulation
მთავარი განცხადებები განცხადება ევროპის დროშის დღესთან დაკავშირებით
განცხადება

განცხადება ევროპის დროშის დღესთან დაკავშირებით

თარიღი
დეკემბერი 8, 2025
ხელმომწერი
ევროკავშირის ცნობიერების ცენტრი

8 დეკემბერი ევროპის დროშის დღეა — დღე, როცა ვზეიმობთ სიმბოლოს, რომელიც აერთიანებს ევროპას.

საქართველოში ეს დროშა გადაიქცა ერის სიმბოლოდ, რომელიც იბრძვის თავისი ევროპული მომავლისთვის. ის აერთიანებს თავისუფლების და ევროპული ოჯახის წევრობის მსურველ ადამიანებს. ეს დროშა ასახავს ქართველი ხალხის ურყევ ნებას — დაიმკვიდროს ადგილი ევროპაში და დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები.