განცხადება
ვულოცავთ დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს!
თარიღი
მაისი 26, 2025
ხელმომწერი
ევროკავშირის ცნობიერების ცენტრი
დღეს ჩვენ აღვნიშნავთ იმ ერის გამბედაობასა და მონდომებას, რომელმაც არასდროს დათმო თავისი ოცნება – თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული საქართველო.
თავისუფლების, ღირსებისა და ევროპული ღირებულებებისადმი ჩვენი ერთგულება ნებისმიერ ზეწოლაზე ძლიერია. ერთიანობითა და გამძლეობით, ჩვენ გადავლახავთ ყველა დაბრკოლებას და უზრუნველვყოფთ იმ მომავალს, რომელსაც ჩვენი ერი იმსახურებს – ევროპის გულში.