მმართველი საბჭო

თეა ფარულავა

tea.parulava [at] euawareness [dot] org

თეა ფარულავა არის ქართველი ჟურნალისტი, რედაქტორი, კომუნიკაციების ექსპერტი და ბლოგერი, რომელსაც აქვს დიდი გამოცდილება მედია სფეროში კულტურული და საერთაშორისო ურთიერთობების გაშუქების კუთხით. ამჟამად თეა ფარულავა მუშაობს ვენაში, სადაც აქტიურად აშუქებს ქართული მედიისთვის, კულტურულ და პოლიტიკურ მოვლენებს როგორც ავსტრიაში ისე ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. ორ ათწლეულზე მეტი ხნის მანძილზე, თ. ფარულავას ეკავა წამყვანი სარედაქციო და მენეჯერული პოზიციები, მათ შორის იყო მთავარი რედაქტორი საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიის პირველ არხზე და ტელეკომპანია „იმედში“. იგი ასევე მუშაობდა ბრიუსელში ნატოში საქართველოს მისიაში კომუნიკაციის ოფიცრად და იყო ქართული მედიის კორესპონდენტი შეერთებულ შტატებში.

Scroll to Top