ჩვენი ექსპერტები

თორნიკე ფარულავა

უფროსი მკვლევარი

tornike.parulava [at] euawareness [dot] org

თორნიკე ფარულავა არის ქართველი დიპლომატი და უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი, რომელსაც ორ ათწლეულზე მეტი გამოცდილება აქვს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და საერთაშორისო უსაფრთხოებაში. მას ეკავა მაღალი თანამდებობები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, იყო ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტისა და უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი.
თორნიკეს აქვს ნატოში საქართველოს მისიაში მუშაობის რვაწლიანი გამოცდილება, სადაც იკავებდა პოლიტიკური მრჩევლისა და მოგვიანებით მისიის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობებს. ის მნიშვნელოვან როლს თამაშობდა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესის წინსვლაში. ის კოორდინაციას უწევდა თავდაცვისა და უსაფრთხოების ძირითად პროექტებს, მათ შორის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის შემუშავებასა და მედეგობის კუთხით საქართველოს ნატოს სტანდარტებთან დაახლოების პროცესს.
თორნიკე ფარულავას აქვს რთული საერთაშორისო ოპერაციების ხელმძღვანელობის გამოცდილება. მათ შორის 2021 წლის აგვისტოში, ჩართული იყო ქაბული-თბილისის საჰაერო ხიდის მეშვეობით ავღანეთიდან 5000-ზე მეტი ადამიანს ევაკუაციის პროცესში.
თორნიკე ფარულავა აქვს იურიდიული განათლება და ფლობს მაგისტრის ხარისხს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან.
თორნიკე თავისუფლად საუბრობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე.
მისი ექსპერტიზა მოიცავს საერთაშორისო და რეგიონულ უსაფრთხოებას, ნატოს პოლიტიკას, ჰიბრიდულ საფრთხეებს, კიბერ და ენერგო უსაფრთხოებას, კრიზისების მართვას და თავდაცვის ინსტიტუტების მშენებლობას.

"ევროპის წინსვლა გუნდური მუშაობის გარეშე შეუძლებელია"

ჟაკ დელორი

Scroll to Top