განცხადება
14 იანვარს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს
თარიღი
იანვარი 14, 2026
ხელმომწერი
EU Awareness Centre
ევროკავშირის ცნობიერების ამაღლების ცენტრი პატივს მიაგებს ხუთჯვრიან დროშას, როგორც საქართველოს თავისუფლებისთვის, სახელმწიფოებრიობისა და ღირსებისთვის მრავალსაუკუნოვანი ბრძოლის სიმბოლოს.
ეს დროშა განასახიერებს ქართველი ხალხის ურყევ ერთგულებას დემოკრატიის, სუვერენიტეტისა და ადამიანის უფლებების მიმართ. დროშა ასევე გამოხატავს საქართველოს ისტორიულ მისწრაფებას იყოს ევროპული ოჯახის წევრი; ევროპისა, რომელიც გაერთიანებულია საერთო ფასეულობებითა და მშვიდობისაკენ სწრაფვით.