გუნარ ვიგანდი
გუნარ ვიგანდი არის “რასმუსენ გლობალის” უფროსი მრჩეველი და მოწვეული პროფესორი ბრიუგეს კოლეჯსა და პარიზის საერთაშორისო საქმეთა სკოლაში. იგი ასევე არის გერმანიის მარშალის ფონდის ინდო-წყნარი ოკეანის პროგრამის საპატიო მკვლევარი და ევროპული პოლიტიკის ცენტრის სტრატეგიული საბჭოს წევრი.
2016–2023 წლებში გუნარ ვიგანდი იყო ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის აზია-წყნარი ოკეანის მიმართულების დირექტორი და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ევროკავშირის პოლიტიკის ჩამოყალიბებაში ჩინეთთან, ინდოეთთან და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონთან მიმართებით. მანამდე იგი იყო ევროკავშირის მთავარი მომლაპარაკებელი საქართველოს, მოლდოვისა და სომხეთის ასოცირების შეთანხმებებზე.
„ევროპა არის ის, რისი შექმნის გამბედაობაც გვაქვს ყველა ჩვენგანს“.