განცხადება
გაიცანით ჩვენი ახალი მკვლევრები — ფარულავა და ტუმასიანი
თარიღი
დეკემბერი 2, 2025
ხელმომწერი
ევროკავშირის ცნობიერების ცენტრი
მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ ჩვენს გუნდს შემოუერთდა ორი გამორჩეული პროფესიონალი — თორნიკე ფარულავა და გიორგი ტუმასიანი. მათი გამოცდილება და ხედვა მნიშვნელოვნად გააძლიერებს ცენტრის მუშაობას.
თორნიკე მრავალწლიანი გამოცდილების მქონე დიპლომატია. ის იყო ნატოში საქართველოს მისიის დესპანი და საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი.
გიორგი არის ახალგაზრდა ლიდერი და დიპლომატი. ის იყო საქართველოს ახალგაზრდა წარმომადგენელი გაეროში და ახალგაზრდა ევროპელი ელჩი. 2025 წელს, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა იგი აღიარა პერსპექტიულ ლიდერად.