გაიცანით ჩვენი ახალი უფროსი მკვლევრები — ჯავახიშვილი და ლაითაძე
მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ ჩვენს გუნდს შემოუერთდა ორი გამორჩეული პროფესიონალი — გოჩა ჯავახიშვილი და ირაკლი ლაითაძე. მათი გამოცდილება და ხედვა მნიშვნელოვნად გააძლიერებს ცენტრის მუშაობას და ხელს შეუწყობს ჩვენს ძალისხმევას გამჭვირვალობის, დემოკრატიული პრინციპებისა და ევროპული ღირებულებების დამკვირდების კუთხით.
გოჩა ჯავახიშვილი არის ქართველი დიპლომატი და მეცნიერი, რომელსაც აქვს მუშაობის ოცდაათწლიანი გამოცდილება. იგი მუშაობდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად საფრანგეთსა და მონაკოში, აგრეთვე საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად იუნესკოში. გოჩა ჯავახიშვილი დაჯილდოებულია საფრანგეთის ეროვნული ღირსების ორდენითა და აკადემიური პალმების ორდენით.
ირაკლი ლაითაძეს დიპლომატიურ სამსახურსა და კერძო სექტორში მნიშვნელოვანი თანამდებობები ეკავა. იგი მუშაობდა ბრიუსელში, ბელგიაში, ნიდერლანდებსა და ლუქსემბურგში. ირაკლი სამი წიგნის ავტორია; მისი წიგნი „საბჭოთა საქართველო – პირადი მოგზაურობა უახლეს ისტორიაში” ლიტერატურული პრემია „საბას” 2025 წლის მოკლე სიაში იყო.