EU Awareness Centre
Knowledge Against Manipulation
მთავარი განცხადებები ევროკავშირის ცნობიერების ამაღლების ცენტრის განცხადება ევროკომისიის 2025 წლის გაფართოების ანგარიშთან დაკავშირებით საქართველოს შესახებ
განცხადება

ევროკავშირის ცნობიერების ამაღლების ცენტრის განცხადება ევროკომისიის 2025 წლის გაფართოების ანგარიშთან დაკავშირებით საქართველოს შესახებ

თარიღი
ნოემბერი 5, 2025
ხელმომწერი
ევროკავშირის ცნობიერების ცენტრი

ევროკომისიის 2025 წლის გაფართოების ანგარიშში წერია ის რასაც ველოდით: მრავალწლიანი დემოკრატიული პროგრესის შემდეგ, საქართველო არა მხოლოდ უკან მიდის, არამედ ის ევროკავშირის გაფართოების შემდეგ რაუნდს გამოტოვებს.

თუმცა, ევროკავშირის ცნობიერების ამაღლების ცენტრი მიიჩნევს, რომ საქართველოს ევროპული მომავალი დაკარგული არ არის. ქვეყნის ნამდვილი ძალა მის ხალხშია, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობაში. ევროკავშირმა და მისმა პარტნიორებმა უნდა განაგრძონ საქართველოს მოქალაქეების გვერდით დგომა.