EU Awareness Centre
Knowledge Against Manipulation
მთავარი განცხადებები ევროკავშირის ცნობიერების ცენტრის განცხადება უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ
განცხადება

ევროკავშირის ცნობიერების ცენტრის განცხადება უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ

თარიღი
ივნისი 15, 2026

ევროკავშირის ცნობიერების ცენტრი გულითადად ულოცავს უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი თავის გახსნას.

ეს ორივე ქვეყნისთვის ევროპული ინტეგრაციის გზაზე ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია მას შემდეგ, რაც მათ 2023 წელს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღეს — სტატუსი, რომელიც რეფორმების, გამძლეობისა და სიმამაცის შედეგად დამსახურებულად მოიპოვეს. ეს მიღწევა განსაკუთრებით აღსანიშნავია იმ პირობებში, როდესაც უკრაინა თავს იცავს რუსეთის აგრესიული ომისგან, ხოლო მოლდოვა უწყვეტ ჰიბრიდულ ზეწოლას განიცდის. ჩვენ ვაფასებთ ორივე ქვეყნის მტკიცე პროევროპულ მისწრაფებას, ისევე როგორც ევროკავშირის ერთიანობას, რომელმაც ეს ისტორიული დღე შესაძლებელი გახადა. იმედს გამოვთქვამთ, რომ მოლაპარაკებების დარჩენილი თავებიც სწრაფად გაიხსნება და ორივე ქვეყნის  წევრობა რაც შეიძლება სწრაფი ტემპით წარიმართება, როგორც კი ამას განხორციელებული რეფორმები გახდის შესაძლებელს.

ამავე დროს, შეუძლებელია ამ დღის აღნიშვნა იმ ქვეყნის ხსენების გარეშე, რომელიც ოდესღაც უკრაინისა და მოლდოვის გვერდით იდგა ევროპულ გზაზე. დღეს საქართველო ამ ზეიმის ნაწილი არ არის არა იმიტომ, რომ ქართველმა ხალხმა ზურგი აქცია ევროპას, არამედ იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა ქვეყნის ევროპულ მომავალზე, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით არის განსაზღვრული. ამიტომ, ევროკავშირის ცნობიერების ცენტრი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ურყევ სოლიდარობას საქართველოს მოქალაქეების მიმართ, რომელიც კვლავაც ცალსახად ადასტურებენ, მათი ქვეყნის ადგილი ევროპაშია. ვიმედოვნებთ, რომ საქართველო მალე დაუბრუნდება ევროპულ გზას და კვლავ შეუერთდება თავის პარტნიორებს ასოცირებული ტრიოს ფარგლებში.

დღევანდელი დღე უკრაინასა და მოლდოვას ეკუთვნის და ჩვენ მათთან ერთად ვზეიმობთ ამ მიღწევას — თუმცა ჩვენი მზერა იმ დღისკენ არის მიმართული, როდესაც ტრიოს სამივე წევრი ერთად განაგრძობს წინსვლას იმ კავშირისაკენ, რომელიც მათმა ხალხებმა ასე მკაფიოდ აირჩიეს.