ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერების ერთი წლისთავთან დაკავშირებით
დღეს ერთი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევითა და ქართველი ხალხის მკაფიოდ გამოხატული ნების საწინააღმდეგოდ, შეაჩერა ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. ეს გადაწყვეტილება არა მხოლოდ ეწინააღმდეგებოდა ერის სტრატეგიულ მისწრაფებებს, არამედ ძირს უთხრის ათწლეულების განმავლობაში მიღწეულ პროგრესს.
ამასთან დაკავშირებით, ევროკავშირის ცნობიერების ცენტრი სრულად უჭერს მხარს ქართველი დიპლომატების 2025 წლის 28 ნოემბრის განცხადებას და, თავის მხრივ, დასძენს, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობას ალტერნატივა არ აქვს.
საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა რუსეთის ჰიბრიდული და კოგნიტიური ომის უშუალო შედეგია. ევროკავშირის ცნობიერების ცენტრი მოუწოდებს საერთაშორისო პარტნიორებს, გვერდში დაუდგნენ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას.
ევროკავშირის ცნობიერების ცენტრი გააგრძელებს ბრძოლას დეზინფორმაციასთან და საზოგადოებას შესთავაზებს მკაფიო, ფაქტებზე დაფუძნებულ ანალიზს.