საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის დღე
105 წლის წინ, 1921 წლის 25 თებერვალს, დამოუკიდებელ საქართველოს თავს დაესხა რუსეთის წითელი არმია, რასაც დამოუკიდებლობის დაკარგვა და ქვეყნის ოკუპაცია მოჰყვა. საბჭოთა ოკუპაციამ ათწლეულებით შეაფერხა საქართველოს განვითარება, შეზღუდა მისი თავისუფლება, დამოუკიდებლობა და ევროპული არჩევანი. ეს თარიღი არის შეხსენება იმისა, რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის დაცვა.
დღეს ისტორიული უსამართლობა კვლავ გრძელდება, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების უხეში დარღვევით, საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი კვლავ ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ.
მიგვაჩნია, რომ ისტორიული გაკვეთილის უგულვებელყოფა, საქართველოს ევროპული პერსპექტივის ხელიდან გაშვება და ქვეყნის რუსულ ორბიტაზე დაბრუნება დანაშაულია მომავალი თაობების წინაშე.