განცხადება
ქართული დიპლომატიის დღე
თარიღი
ნოემბერი 3, 2025
ხელმომწერი
ევროკავშირის ცნობიერების ცენტრი
3 ნოემბერი ქართული დიპლომატიის დღეს აღნიშნავს — თარიღს, რომელიც ოდესღაც პროფესიონალიზმის, პატიოსნებისა და ეროვნული ინტერესებისადმი სამსახურის სიმბოლო იყო.
ევროკავშირის ცნობიერების ამაღლების ცენტრში გულთბილად ვულოცავთ ჩვენს ყველა კოლეგას, რომლებიც დღემდე ამაყად ატარებენ ქართველი დიპლომატის სახელს. მათი თავდადება შეხსენებაა იმისა, რომ დიპლომატია არ არის მხოლოდ ცერემონიები და პროტოკოლები, არამედ ერის გრძელვადიანი ინტერესების დაცვა გამბედაობით, თანმიმდევრულობითა და კეთილსინდისიერებით.