EU Awareness Centre
Knowledge Against Manipulation
მთავარი განცხადებები ევროკავშირის ცნობიერების ცენტრსა და მოლდოვის დამოუკიდებელი პრესის ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
განცხადება

ევროკავშირის ცნობიერების ცენტრსა და მოლდოვის დამოუკიდებელი პრესის ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თარიღი
თებერვალი 20, 2026
ხელმომწერი
EU Awareness Centre

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ ევროკავშირის ცნობიერების ცენტრმა და მოლდოვის დამოუკიდებელი პრესის ასოციაციამ ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს. აღნიშნული პარტნიორობა წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს დეზინფორმაციასთან ბრძოლის, გამჭვირვალობის გაძლიერებისა და ევროპული ღირებულებების ხელშეწყობის მიმართულებით.

ჩვენი მიზანია ერთობლივი ძალისხმევით მოვახდინოთ დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერა, საზოგადოებაში ინფორმირებული დიალოგის წახალისება და მდგრადი, დემოკრატიული საინფორმაციო სივრცის განმტკიცება.