EU Awareness Centre
Knowledge Against Manipulation
მთავარი განცხადებები იდეიდან საქმემდე — წლის მიმოხილვა
განცხადება

იდეიდან საქმემდე — წლის მიმოხილვა

თარიღი
იანვარი 7, 2026
ხელმომწერი
David Dondua, Chairman of the Board of Directors

2025 წლის თებერვალში თანამოაზრეების პატარა ჯგუფმა დავაფუძნეთ ევროკავშირის ცნობიერების ცენტრი, იმ იმედით, რომ ამ საქმით ჩვენს მოკრძალებულ წვლილს შევიტანდით დემოკრატიის მდგრადობის განმტკიცებასა და დეზინფორმაციასთან ბრძოლაში. თავიდანვე განვსაზღვრეთ, რომ ჩვენი სამიზნე, საქართველოს გარდა, აღმოსავლეთი ევროპის ის ქვეყნებიც იქნებოდნენ, რომლებიც ევროკავშირში გაწევრებას ლამობენ.

სულ რაღაც არასრულ ერთ წელიწადში, მოვახერხეთ იდეიდან ქმედით ანალიტიკურ და სამოქალაქო პლატფორმად ჩამოყალიბება. დღეს, ცენტრში უკვე 13 მკვლევარია, დიპლომატიასა და აკადემიურ სფეროში მრავალწლიანი გამოცდილებით. აგრეთვე, ცენტრს მზრუნველობას უწევს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო, რომელიც რჩევებითა და რეკომენდაციებით ეხმარება განვითარებაში.

ამასთან, გვინდა იცოდეთ, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში, ყველაფერი რაც მოვიმოქმედეთ, არა ინსტიტუციური სიძლიერის, არამედ ჩვენი წევრების ენთუზიაზმის შედეგია. მაგრამ იმისთვის, რომ ცენტრი განვავითაროთ და დასახული გეგმები საქმედ ვაქციოთ, აუცილებელია სათანადო დაფინანსება.

დავით დონდუა
დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე