EU Awareness Centre
Knowledge Against Manipulation
მთავარი განცხადებები 14 იანვარს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს
განცხადება

14 იანვარს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს

თარიღი
იანვარი 14, 2026
ხელმომწერი
EU Awareness Centre

ევროკავშირის ცნობიერების ამაღლების ცენტრი პატივს მიაგებს ხუთჯვრიან დროშას, როგორც საქართველოს თავისუფლებისთვის, სახელმწიფოებრიობისა და ღირსებისთვის მრავალსაუკუნოვანი ბრძოლის სიმბოლოს.

ეს დროშა განასახიერებს ქართველი ხალხის ურყევ ერთგულებას დემოკრატიის, სუვერენიტეტისა და ადამიანის უფლებების მიმართ. დროშა ასევე გამოხატავს საქართველოს ისტორიულ მისწრაფებას იყოს ევროპული ოჯახის წევრი; ევროპისა, რომელიც გაერთიანებულია საერთო ფასეულობებითა და მშვიდობისაკენ სწრაფვით.