ევროპის საბჭოს ბოლო შეხვედრა გაიმართა რთულ გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებაში და ნათლად წარმოაჩინა ევროკავშირის წინაშე არსებული სტრატეგიული დილემები. მთავარი ყურადღება გამახვილდა ევროპული თავდაცვის გაძლიერებაზე, მათ შორის „Rearm Europe“-ის ინიციატივაზე, თუმცა გაჩნდა სერიოზული კითხვები მისი დაფინანსების, ბიუჯეტური დეფიციტისა და წევრ სახელმწიფოებს შორის უთანასწორობის რისკების შესახებ.

სამიტის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის, მათ შორის საქართველოს ევროპული პერსპექტივის საკითხებზე. მიუხედავად საზოგადოების ძლიერი პროევროპული მხარდაჭერისა, შიდა პოლიტიკური პრობლემები და დემოკრატიული უკუსვლის აღქმა საქართველოს გაურკვეველ მდგომარეობაში ტოვებს, სადაც სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა შესაძლოა გადამწყვეტი ფაქტორი იყოს ქვეყნის ევროპული კურსის შესანარჩუნებლად.
მარტი 2025

გამოთქმული მოსაზრებები და დასკვნები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს ევროკავშირის ცნობიერების ცენტრის ხედვას.
© 2026 ევროკავშირის ცნობიერების ცენტრი. ყველა უფლება დაცულია.