EU Awareness Centre
Knowledge Against Manipulation
მთავარი ჩვენი ექსპერტები გიორგი რობაქიძე
დირექტორთა საბჭო

გიორგი რობაქიძე

აღმასრულებელი დირექტორი, უფროსი მკვლევარი

გიორგი რობაქიძე

გიორგი რობაქიძე პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი და გამოცდილი დიპლომატია, რომელსაც ოც წელზე მეტი გამოცდილება აქვს საერთაშორისო ურთიერთობების, კონფლიქტების მოგვარებისა და ევროპული ინტეგრაციის კუთხით. იგი ამჟამად ევროკავშირის ცნობიერების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის პოსტს იკავებს ბრიუსელში. გ. რობაქიძე წლების მანძილზე მუშაობდა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ასევე საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში, მათ შორის საქართველოს მისიაში ნატოში და საქართველოს საელჩოში სლოვაკეთის რესპუბლიკაში.

საჯარო და დიპლომატიურ სამსახურში მრავალწლიანი მუშაობის მანძილზე გიორგი რობაქიძე აქტიურ როლს თამაშობდა საერთაშორისო ურთიერთობების განვითარების, დემოკრატიული რეფორმების ხელშეწყობისა და უსაფრთხოების გამოწვევებთან ბრძოლის მიმართულებით. ის წლების მანძილზე აქტიურად მონაწილეობდა ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების ჩამოყალიბებაში და ჩართული იყო ევროპის სამეზობლო პოლიტიკის, ასოცირების შეთანხმებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის შესახებ მოლაპარაკებებში.

გიორგი რობაქიძე არის პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი და ავტორი წიგნისა „პოპულისტური და რადიკალური პარტიების გაძლიერება ვიშეგრადის ოთხეულის ქვეყნებში (V4): მიზეზები, ტენდენციები და შესაძლო შედეგები“ , ამასთან გ. რობაქიძეს გამოქვეყნებული აქვს არაერთი სამეცნიერო და ანალიტიკური პუბლიკაცია ევროპული ინტეგრაციის, უსაფრთხოების პოლიტიკასა და რეგიონული გეოპოლიტიკის აქტუალურ თემებზე.

გ. რობაქიძე სრულყოფილად ფლობს ქართულ, ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს, ასევე საუბრობს ფრანგულად. ის აერთიანებს აკადემიურ სიმტკიცეს პრაქტიკულ დიპლომატიურ გამოცდილებასთან, რათა ხელი შეუწყოს საერთაშორისო თანამშრომლობას და ინტეგრაციას.

გიორგი რობაქიძე — პუბლიკაციები (21)

2026
2025
2023