EU Awareness Centre
Knowledge Against Manipulation
მთავარი გარე პუბლიკაციები პოპულისტური და რადიკალური პარტიების გაძლიერება „ვიშეგრადის ოთხეულის” (V4) ქვეყნებში
გარე პუბლიკაციები

პოპულისტური და რადიკალური პარტიების გაძლიერება „ვიშეგრადის ოთხეულის” (V4) ქვეყნებში

ᲒᲠ
გიორგი რობაქიძე
გამოქვეყნდა: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი 1 November 2023
პოპულისტური და რადიკალური პარტიების გაძლიერება „ვიშეგრადის ოთხეულის” (V4) ქვეყნებში

„ვიშეგრადის ოთხეულის” (V4) ქვეყნები პოლონეთი, უნგრეთი, ჩეხეთი და სლოვაკეთი, წარმოადგენენ ყოფილი „კომუნისტური ბლოკის“ ქვეყნების თანამედროვე ტიპის დემოკრატიულ ქვეყნებად გარდაქმნის წარმატებულ მაგალითს. ამავე დროს, კომუნისტური რეჟიმის დაცემიდან გასული სამი ათეული წლის შემდეგ, ოთხივე ქვეყანაში თავი იჩინა დემოკრატიის დონის ერთგვარმა დაწევამ. თუმცა ავტორიტარული განვითარების ტენდენცია ნაკლებ გამოხატულია, მაგრამ „ვიშეგრადის ოთხეულის” ქვეყნების საზოგადოებაში შესამჩნევი ხდება ანტიევროპული (ევროკავშირის მიმართ ნეგატიური) და, ზოგადად, ანტი-ლიბერალური განწყობების მატება, რაც გამოიხატება პოპულისტური და რადიკალიზებული პარტიების ერთგვარ წარმატებაში ეროვნულ და მუნიციპალურ არჩევნებზე. ამას თან ერთვის ზოგიერთი ქვეყნის მმართველი პოლიტიკური პარტიების ელიტის ნაწილის მცდელობა, კერძო ინტერესებიდან გამომდინარე, შეასუსტოს არსებული დემოკრატიული ინსტიტუტები. წიგნში „ვიშეგრადის ოთხეულის“ ქვეყნების მაგალითზე, შესწავლილია ევროპის „პოსტ-კომუნისტური“ ქვეყნების მოსახლეობაში პოპულისტური და რადიკალური განწყობების მატების მიზეზები, გამოვლენილია საერთო ტენდენციები, განსაზღვრულია შესაძლო ნეგატიური შედეგები და დასახულია მათთან ბრძოლის სავარაუდო გზები. საქართველოში ეს თემატიკა ჯერ არ გამხდარა მონოგრაფიული შეს-წავლის საგანი. წიგნი ასევე მოწოდებულია გარკვეულწილად აღმოფხვრას ინფორმაციის დეფიციტი, რომელიც არსებობს ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში ევროკავშირისა და ნატოს შედარებით ახალი წევრი ქვეყნების ისეთი პრობლემების შესახებ, რომელთა კვლევაც ხელს შეგვიწყობს გავიაზროთ, თუ რა შესაძლო პრობლემების წინაშე შესაძლოა აღმოჩნდნენ ევროკავშირისა და ნატოს პოტენციური წევრები - აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები.

წიგნის ჩამოტვირთვა ← გარე პუბლიკაციები