გარე პუბლიკაციები
როგორ გაუჩინა პიკნიკმა ბზარი რკინის ფარდას
1989 წელს ცენტრალურსა და აღმოსავლეთ ევროპაში პოლიტიკური სიტუაცია ძალიან დაძაბული იყო. მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირში პერესტროიკა დაიწყო, ვარშავის პაქტის ქვეყნებში უკვე დაძრწოდა თავისუფლების აჩრდილი. მაგრამ 1989 წელი ის წელია, როცა საბჭოთა ჯარებმა კომუნისტური ევროპიდან გამოსვლა დაიწყეს, როცა პოლონურმა სოლიდარობამ საპარლამენტო არჩევნებში ხმების მესამედი მიიღო, როცა ბერლინის კედელი დაინგრა, როცა რუმინელებმა ჩაუშესკუები დახვრიტეს და როცა ვაცლავ ჰაველი ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტი გახდა. ამ რევოლუციური მოვლენების გარდა, 1989 წელს იყო ერთი ჩვეულებრივი თუ არაჩვეულებრივი პიკნიკი, რომელიც პანევროპის პიკნიკის სახელით დარჩა ისტორიაში.