ევროპული პოლიტიკა, ინტეგრაცია და დემოკრატია — ანალიტიკური პერსპექტივა
2026 წლის 11 მარტს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მნიშვნელოვანი მიმართვა გააჟღერა სტრასბურგში, ევროპარლამენტში. ეს მიმართვა სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკური ლანდშაფტის განვითარებაში გადამწყვეტ მომენტს წარმოადგენს. ფაშინიანის გამოსვლა მოიცავდა რამდენიმე სტრატეგიულ ასპექტს, მათ შორის სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესის პროგრესს, რეგიონული დაკავშირების ინიციატივებს და TRIPP-ის შეთანხმებას. გარდა ამისა, მკვეთრად იყო…
ევროპელი პარტნიორების წინასწარი კონსულტაციის გარეშე კონფლიქტის დაწყება კიდევ ერთხელ წარმოაჩენს საფრანგეთისთვის უკვე ცნობილ სტრატეგიულ დილემას. ერთი მხრივ, პარიზი ცდილობს შეინარჩუნოს სტრატეგიული ავტონომია და დამოუკიდებელი პოლიტიკური პოზიცია, რაც საფრანგეთის საგარეო პოლიტიკის ტრადიციული ელემენტია.
წინამდებარე ტექსტი არის ფრაგმენტი წიგნიდან: იყო ასეთი ქვეყანა СССР - გასეირნება უახლოეს წარსულში (გამომცემლობა არტანუჯი, თბილისი 2025). ზემოხსენებული ფრაგმენტი ადაპტირებულია სპეციალურად ევროკავშირის ცნობიერების ცენტრისთვის. ლევიათანი მოკვდა სტალინი, 1953 წლის მარტში. მისმა სიკვდილმა გადაარჩინა ბებიაჩემის ძმა. რუსეთში მუშაობდა, ინჟინერი იყო ხის გადამამუშავებელ ქარხანაში. სხვა საწარმოში გადასვლა…
2026 წლის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციამ, მიუხედავად ზოგიერთი ექსპერტის ვარაუდისა, არც ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში დრამატული გახლეჩა წარმოაჩინა და არც რაიმე ახალ „დიდი სტრატეგიას“ ჩაუყარა საფუძველი. ამის ნაცვლად, მან გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი რამ დაადასტურა: კერძოდ, ევროპის სულ უფრო დიდი მზაობა, აიღოს საკუთარ თავზე სტრატეგიული პასუხისმგებლობა, რაც გულისხმობს არა…
ევროკომისიის „მწვანე შეთანხმების სამრეწველო გეგმა ნულოვანი ემისიების ეპოქისთვის“ წარმოადგენს სტრატეგიულ ჩარჩოს, რომლის მიზანია ევროკავშირის ქვეყნებმა ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის შენარჩუნების პარალელურად, მიაღწიონ კლიმატურ ნეიტრალიტეტს, რაც გულისხმობს სათბურის გაზების ნულოვან ემისიას.
სამხრეთ კავკასია, როგორც რეგიონი, სულ უფრო მნიშვნელოვან ადგილს იკავებს გლობალურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ დღის წესრიგში. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის ისტორიული ვიზიტი სომხეთსა და აზერბაიჯანში წარმოადგენს მკაფიო სიგნალს, რომ ვაშინგტონი სამხრეთ კავკასიას განიხილავს, როგორც სივრცეს რეგიონალური გავლენის, მშვიდობის უზრუნველყოფის, ვაჭრობის განვითარების, სტრატეგიული ინფრასტრუქტურისა და გლობალური…
წინამდებარე ტექსტი არის ფრაგმენტი წიგნიდან: იყო ასეთი ქვეყანა СССР - გასეირნება უახლოეს წარსულში (გამომცემლობა არტანუჯი, თბილისი 2025). ზემოხსენებული ფრაგმენტი ადაპტირებულია ევროკავშირის ცნობიერების ცენტრისთვის საბჭოთა საქართველო: ჩემი მოგზაურობა უახლოეს წარსულში სამყარო არ უნდა დაყო კარგ და ცუდ ადამიანებად, არამედ მშიშრებად და არამშიშარებად. ადამიანების დიდი უმრავლესობა მშიშარაა…
2026 წლის 23 იანვარს, თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა 2026 წლის აშშ-ს ეროვნული თავდაცვის სტრატეგია. ეს დოკუმენტი ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ახლდება. ახალ დოკუმენტში თვალშისაცემია ცვლილება აშშ-ის გლობალური უსაფრთხოების პრიორიტეტებში.
ევროკავშირის დეზინფორმაციის წინააღმდეგ ქცევის კოდექსი წარმოადგენს ევროკავშირის მხრიდან, დეზინფორმაციასთან დაკავშირებული პრობლემის აღმოფხვრის მიმართულებით, გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს, რომელიც ეფუძნება არა მხოლოდ რეგულაციებს, არამედ ერთობლივ პასუხისმგებლობას. დოკუმენტი, პირველად შემუშავდა 2018 წელს, თუმცა, მნიშვნელოვანი შესწორებები და სიღრმისეული ცვლილებები განიცადა 2022 და 2024 წლებში, ამ თემისადმი ევროკავშირის დამოკიდებულების შეცვლის…
დონალდ ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადის პირობებში სულ უფრო მკაფიო ხდება შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკაში მიმდინარე ძირეული ცვლილებები, რომლის კონტურებიც, ჯერ კიდევ მისი პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს გამოიკვეთა, თუმცა არ იქნა სათანადოდ გააზრებული და შეფასებული ევროპელი ლიდერების მიერ.
ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, გაიყვანოს შეერთებული შტატები 66 საერთაშორისო ორგანიზაციიდან, კონვენციებიდან და ხელშეკრულებებიდან, მათ შორის 31 გაეროს ორგანოდან, თანამედროვე ისტორიაში მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორმატიდან ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უკან დახევას წარმოადგენს.
კვიპროსის თავმჯდომარეობა ევროკავშირის საბჭოში ეფუძნება სტრატეგიული ავტონომიის კონცეფციას, რომელიც აღიქმება არა როგორც იზოლაციონიზმი, არამედ როგორც უნარი – დამოუკიდებლად, პასუხისმგებლობითა და ეფექტიანად იმოქმედოს მზარდად არასტაბილურ გლობალურ გარემოში.