EU Awareness Centre
Knowledge Against Manipulation
მთავარი › პუბლიკაციები

პუბლიკაციები

ევროპული პოლიტიკა, ინტეგრაცია და დემოკრატია — ანალიტიკური პერსპექტივა

სერია:
20262025
პოლიტიკის მიმოხილვა

აშშ-ის სტრატეგიული პოზიციონირება და ევროპა: მარკო რუბიოს ბრიფინგის მთავარი გზავნილები

აშშ-ს სახელმწიფო მდივნმა, მარკო რუბიომ, 2025 წლის 19 დეკემბრის ბრიფინგზე წარმოადგინა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები. ბრიფინგი უჩვეულოდ დიდხანს, ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა და ჟურნალისტებს საშუალება ჰქონდათ მიეღოთ დეტალური ინფორმაცია, იმის თაობაზე, თუ რის გაკეთებას აპირებს ვაშინგტონი 2026 წელს ქვეყნის ეროვნული ინტერესების…

მოსაზრება

ტრუმენიდან ტრამპამდე: საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება პოსტლიბერალურ სამყაროში

თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებული 2025 წლის აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია ამყარებს მოსაზრებას ტრამპის ადმინისტრაციის მიერ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის იმ ტრადიციული ვექტორის ცვლილებაზე, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ჩამოყალიბდა.

კომენტარი

საქართველოს სტრატეგიული მომავალი: აღმავალი ცენტრი, თუ ჩამქრალი წერტილი?

საქართველო ისტორიული არჩევანის წინაშე დგას. სწრაფად ცვალებად გეოპოლიტიკურ გარემოში, სადაც ევრაზიული კავშირები, ენერგეტიკა, ტრანსპორტი და ციფრული ინფრასტრუქტურა ახალი გლობალური, წესებით ყალიბდება, სამხრეთ კავკასიამ შეიძინა კიდევ უფრო ძლიერად სტრატეგიული დერეფნის ფუნქცია.

კომენტარი

აშშ-ს 2025 წლის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია

2025 წლის აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია ევროპისთვის კრიტიკულ პერიოდში გამოიცა. რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის, ნატოს აღმოსავლეთის ფლანგზე აშკარა მუქარის, ჰიბრიდული თავდასხმების გამწვავების, საერთაშორისო წესრიგის ცვალებადობისა და გლობალური ტექნოლოგიური პაექრობის ფონზე, ვაშინგტონის ახალი სტრატეგია ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში მნიშვნელოვანი ცვლილებას მიანიშნებს.

ევროკავშირი დეტალებში

ევროპის დემოკრატიის ფარი (2025)

ევროპის დემოკრატიის ფარი არის ევროკავშირის ახალი ყოვლისმომცველი ჩარჩო, რომელიც მიზნად ისახავს ევროპული დემოკრატიების დაცვას შიდა და გარე საფრთხეებისგან. ის ემსახურება ისეთი მზარდი გამოწვევების მოგვარებას, როგორიცაა უცხოური ინფორმაციული მანიპულირება და ჩარევა (FIMI), დეზინფორმაცია, კიბერ-თავდასხმები, ონლაინ რისკები, ხელოვნური ინტელექტით მართვადი მანიპულაციები, ასევე დამოუკიდებელ მედიაზე, სამოქალაქო საზოგადოებასა და…

კომენტარი

რუსეთის ხელოვნური ინტელექტის შეტევა და ევროპის კოგნიტური თავდაცვა

ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე კონფლიქტებში გადამწყვეტ ინსტრუმენტად იქცა, რომელიც ინფორმაციას სტრატეგიულ ბრძოლის ველად გარდაქმნის. თავდაპირველად, ანალიზისა და კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად შემუშავებული ხელოვნური ინტელექტი, ამჟამად სისტემატურად გამოიყენება აღქმების მანიპულირების, დეზინფორმაციის გავრცელებისა და დემოკრატიული მდგრადობის დასუსტების მიზნით.

კომენტარი

საქართველოს ევროპული ინტეგრაცია: უკუსვლა კანონმდებლობაში, პოლიტიკური რეგრესია და საზოგადოების მტკიცე არჩევანი – არსებობს გამოსავალი?

საქართველოს ევროპული ინტეგრაცია შევიდა ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ ფაზაში ქვეყნის უახლეს ისტორიაში. 2024 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც ხელისუფლებამ ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნა 2028 წლამდე გადადო, პრაქტიკულად, არა მხოლოდ შეაჩერა ევროკავშირისკენ მსვლელობა, არამედ საფრთხე შეუქმნა წლების განმავლობაში დაგროვილ მიღწევებსა და შედეგებს.

მოსაზრება

ევროპის აღმოსავლეთი საზღვარი: უსაფრთხოებისა და ინტეგრაციის დაუმთავრებელი საქმე

ევროპისთვის დალხენილი ცხოვრების ეპოქა წარსულს ჩაბარდა. იაფი რუსული ენერგო რესურსებისა და ამერიკული უსაფრთხოების უპირობო გარანტიების ერა დასრულდა. ეს მომენტი არ უნდა განვიხილოთ, როგორც გადაულახავი პრობლემა, არამედ როგორც გარდამტეხი მომენტი: ევროპა ახლა ისტორიული ვალდებულების წინაშე დგას, აიღოს სრული პასუხისმგებლობა საკუთრ უსაფრთხოებაზე, მდგრადობასა და სტრატეგიულ ავტონომიაზე. ეს…

მოსაზრება

ევროკავშირის რეფორმირება გაფართოებისთვის

ევროკავშირი დგას ახალი და ისტორიული გაფართოების წინაშე, რომელიც შესაძლოა მოიცავდეს დასავლეთ ბალკანეთს, უკრაინასა და მოლდოვას. თუმცა გაფართოების წარმატება პირდაპირ არის დაკავშირებული თავად ევროკავშირის შიდა რეფორმებთან. მმართველობის არსებული სტრუქტურები ვერ პასუხობს უფრო დიდი და მრავალფეროვანი კავშირის საჭიროებებს, რაც ზრდის გადაწყვეტილების მიღების შეფერხებისა და პოლიტიკური პარალიზების რისკს.

კომენტარი

ხელოვნური ინტელექტის ფაქტორი თანამედროვე დიპლომატიაში

ხელოვნური ინტელექტი და ციფრული ტექნოლოგიები გავლენას ახდენს თანამედროვე ცხოვრების თითქმის ყველა სფეროზე და დიპლომატია გამონაკლისი არ არის.

ევროკავშირი დეტალებში

კომისიის სახელმძღვანელო პრინციპები ხელოვნური ინტელექტის გამოყენების აკრძალულ პრაქტიკებზე (EU) 2024/1689

ევროპული კომისიის სახელმძღვანელო პრინციპები განმარტავს, როგორ უნდა იქნეს ინტერპრეტირებული ხელოვნური ინტელექტის აქტის (AI Act) მეხუთე მუხლი. აღნიშნულ მუხლში ჩამოთვლილია ისეთი ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენების ისეთი პრაქტიკა, რომელიც სრულად აკრძალულია ევროკავშირის ტერიტორიაზე, რადგან ისინი ადამიანის ძირითად უფლებებთან, ღირსებასთან და ზოგად დემოკრატიული ღირებულებებთან შეუთავსებლად მიიჩნევა.

ევროკავშირი დეტალებში

ევროკავშირის ახალი სავაჭრო შეთანხმებები MERCOSUR-სა და მექსიკასთან

MERCOSUR-ი წარმოადგენს რეგიონულ სავაჭრო ბლოკს, რომელშიც შედის არგენტინა, ბრაზილია, პარაგვაი და ურუგვაი. ერთად ისინი წარმოადგენენ 280 მილიონი ადამიანისგან შემდგარ საკმაოდ მნიშვნელოვან და ამავდროულად ისტორიულად მაღალი ტარიფებით დაცულ ბაზარს.

კომენტარი

რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობები: პრაგმატიზმსა და კონფრონტაციას შორის

რუსეთ–აზერბაიჯანის ურთიერთობები 2025 წელს სულ უფრო აშკარად გადავიდა ფარული დაძაბულობიდან ღია კონფრონტაციისკენ. მიუხედავად წლების განმავლობაში შენარჩუნებული პრაგმატული თანამშრომლობისა ენერგეტიკისა და რეგიონული უსაფრთხოების სფეროებში, მოსკოვსა და ბაქოს შორის ნდობა თანდათან დაირღვა. გარდამტეხი მომენტი კამ კუთხით  რუსეთის მიერ უკრაინაში SOCAR-ის ინფრასტრუქტურის მიზანმიმართული დაბომბვა გახდა, რაც ოფიციალური ბაქოს…

კომენტარი

როტერდამის პორტი – ნატო-ევროკავშირის თავდაცვის მზადყოფნის ფრონტის ხაზი

როდესაც პორტები კომერციული ლოგისტიკიდან სამხედრო კოორდინაციაზე იწყებენ გადასვლას, ეს ნიშნავს, რომ ევროპის უსაფრთხოების ლანდშაფტი ძირეულად იცვლება. დღეს ამ ცვლილებას როტერდამის პორტში ვადევნებთ თვალს, სადაც ზოგიერთი ტერმინალი, რომლებიც აქამდე სამოქალაქო ვაჭრობისთვის გამოიყენებოდა, თავისუფლდება და დიდი მოცულობის სამხედრო ტვირთების მისაღებად ემზადება.

ევროკავშირი დეტალებში

უსაფრთხოების ქმედება ევროპისათვის (SAFE) ევროპული თავდაცვითი ინდუსტრიის ინსტრუმენტის გაძლიერების გზით (ევროპული საბჭოს რეგულაცია (EU) 7926/25)

კონტექსტი და მიზანი2025 წლის 20 მაისის, ევროპული საბჭოს № (EU)7926/25 რეგულაციით შეიქმნა „უსაფრთხოების ქმედება ევროპისათვის“ (Security Action for Europe - SAFE). SAFE სპეციალური სამართლებრივი და ფინანსური ინსტრუმენტია, რომლის მიზანსაც ევროპული უსაფრთხოების მკვეთრად გაუარესებულ გარემოსთან გამკლავება წარმოადგენს. უნდა აღინიშნოს, რომ SAFE, ევროკავშირში არსებულ ინსტრუმენტებს შორის, ყველაზე…

ევროკავშირი დეტალებში

ევროკავშირის სტრატეგია უსაფრთხო, კეთილდღეობით აღსავსე და მედეგი შავი ზღვის რეგიონისთვის

ევროკავშირის ახალი "სტრატეგია უსაფრთხო, კეთილდღეობით აღსავსე და მედეგი შავი ზღვის რეგიონისთვის წარმოადგენს ევროპის პასუხს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიან ომით გამოწვეულ, გეოპოლიტიკურ ძვრებზე. აღნიშნული სტრატეგია მიზნად ისახავს ევროკავშირის, როგორც სანდო და პროგნოზირებადი რეგიონული მოთამაშის, როლის განმტკიცებას და შავი ზღვის ექვს პარტნიორ ქვეყანასთან – უკრაინასთან, მოლდოვასთან, საქართველოსთან,…

1 2