ევროპული პოლიტიკა, ინტეგრაცია და დემოკრატია — ანალიტიკური პერსპექტივა
ცივი ომის შემდგომ პერიოდში დასავლურ დისკურსში „ფარიას“ სახელმწიფოებად მიჩნეული ქვეყნები – ჩრდილოეთ კორეა, ირანი და ერიტრეა – უკრაინაში რუსეთის ომის ფონზე ახალ სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენენ.
2025 წლის 19 მარტს ევროპული კომისიის მიერ გამოქვეყნებული ერთობლივი დოკუმენტი "ევროპული თავდაცვის მზაობის თეთრი წიგნი 2030 წლისთვის“ – წარმოადგენს ევროკავშირის ახალ სტრატეგიულ მიდგომას უსაფრთხოების და თავდაცვის გადაუდებელი გამოწვევების საპასუხოდ. ეს დოკუმენტი ასახავს ევროკავშირის მცდელობას, ტრადიციული „რბილი ძალის“ პოლიტიკიდან გადაინაცვლოს ე.წ. მყარი უსაფრთხოების კონცეფციისკენ, რომელიც ეფუძნება…
ევროკავშირის ძლიერი სოციალური კეთილდღეობის სისტემა, მისი განვითარებული ინდუსტრია და მოწინავე ეკოლოგიური პოლიტიკა, წლების მანძილზე წარმოადგენდა იმის ნათელ მაგალითს თუ რისი მიღწევა არის შესაძლებელი თანამედროვე გლობალური მსოფლიოს პირობებში. თუმცა, უკანასკნელ პერიოდში, ევროკავშირი სერიოზული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. კერძოდ: შენელდა წარმოების ზრდის ტემპი, გაიზარდა ფასები ენერგომატარებლებზე და გამძაფრდა…
უკრაინაში მიმდინარე ომი უდიდეს გავლენას ახდენს ევროპის გეოპოლიტიკურ გარემოზე და წარმოადგენს ცივი ომის დასრულების შემდეგ ყველაზე სერიოზულ გამოწვევას ევროპული უსაფრთხოებისთვის. ათწლეულების განმავლობაში ევროპამ ფაქტობრივად უგულებელყო საკუთარი სამხედრო შესაძლებლობების განვითარება და უსაფრთხოების უზრუნველყოფა მთლიანად აშშ-ს გადააბარა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა ფართომასშტაბიანი სატარიფო პაკეტი, რომელიც 10–50%-იან საბაჟო გადასახადებს აწესებს 60-ზე მეტი ქვეყნის იმპორტზე, მათ შორის ევროკავშირსა და აშშ-ის ტრადიციულ პარტნიორებზე. ეს ნაბიჯი წარმოადგენს მკვეთრ გადახვევას თავისუფალი ვაჭრობის დღემდე არსებული მოდელისგან და მიუთითებს აშშ-ის მხრიდან აშკარა პროტექციონისტულ კურსზე.
ევროპის საბჭოს ბოლო შეხვედრა გაიმართა რთულ გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებაში და ნათლად წარმოაჩინა ევროკავშირის წინაშე არსებული სტრატეგიული დილემები. მთავარი ყურადღება გამახვილდა ევროპული თავდაცვის გაძლიერებაზე, მათ შორის „Rearm Europe“-ის ინიციატივაზე, თუმცა გაჩნდა სერიოზული კითხვები მისი დაფინანსების, ბიუჯეტური დეფიციტისა და წევრ სახელმწიფოებს შორის უთანასწორობის რისკების შესახებ.ევროპის საბჭოს…