EU Awareness Centre
Knowledge Against Manipulation
მთავარი საჯარო ჩართულობა ევროკავშირის ცნობიერების ცენტრმა მონაწილეობა მიიღო რუსული დეზინფორმაციის შესახებ გამართულ დისკუსიაში
საჯარო ჩართულობა

ევროკავშირის ცნობიერების ცენტრმა მონაწილეობა მიიღო რუსული დეზინფორმაციის შესახებ გამართულ დისკუსიაში

📅
თარიღი
ხუთშაბათი, 9 ივლისი 2026 განვლილი ღონისძიება
📍
ადგილი
ვენა
🏷️
ტიპი
საჯარო ჩართულობა

ევროკავშირის ცნობიერების ცენტრის თავმჯდომარე, დავით დონდუა დაესწრო საჯარო დისკუსიას, რომელიც რუსეთის დეზინფორმაციის სისტემის ფუნქციონირებას, კრემლის საინფორმაციო გავლენის მექანიზმებსა და თანამედროვე ჰიბრიდულ საფრთხეებს მიეძღვნა.

შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ შეფილდის უნივერსიტეტის მკვლევარი და ავტორი ილია იაბლოკოვი, რომლის ახალი წიგნი Words That Kill: Inside the Kremlin’s Disinformation Industry რუსეთის დეზინფორმაციის ინდუსტრიის მუშაობას იკვლევს, და დეზინფორმაციისა და უცხოური ჩარევის საკითხების ავსტრიელი ექსპერტი დიტმარ პიხლერი.

დისკუსიის ფარგლებში განიხილეს, თუ როგორ ჩამოყალიბდა რუსეთში სახელმწიფო პროპაგანდისა და დეზინფორმაციის მრავალფენიანი სისტემა, რამდენად ეფექტიანია ის როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, და რა როლი აქვს დემოკრატიული ინსტიტუტების, მედიისა და საზოგადოების მედეგობის გაძლიერებას მსგავსი საფრთხეების წინააღმდეგ.

ღონისძიება ეხმიანება ევროკავშირის ცნობიერების ცენტრის მისიას – ცოდნის, ანალიზისა და საჯარო დისკუსიის გზით ხელი შეუწყოს საზოგადოების მდგრადობის გაძლიერებას დეზინფორმაციისა და ჰიბრიდული საფრთხეების მიმართ.