ევროპის ცნობიერების ცენტრი ვენის 30-ე ევროპულ ფორუმზე
ევროპის ცნობიერების ცენტრის თავმჯდომარე, ელჩი დავით დონდუა, მონაწილეობდა ვენის 30-ე ევროპულ ფორუმში – „ევროპა და ახალი მსოფლიო წესრიგი“, რომელიც 2026 წლის 12–13 ნოემბერს გაიმართა.
ორდღიანი ფორუმის პროგრამა მოიცავდა დისკუსიებს ევროპის თავდაცვისუნარიანობის, ტრანსატლანტიკურ ურთიერთობების, გლობალური წესრიგის გამოწვევებისა და ევროპის უსაფრთხოების მომავალის თემებზე.
ფორუმში მონაწილეობდნენ მაღალი რანგის პოლიტიკოსები, მათ შორის ავსტრიის კანცლერი კრისტიან შტოკერი, ყოფილი კანცლერი კარლ ნეჰამერი, უკრაინის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი პავლო კლიმკინი, დანიის ყოფილი ვიცე-პრემიერი იაკობ ელემან-იენსენი, ასევე ევროპის სხვა ცნობილი პოლიტიკოსები, დიპლომატები და უსაფრთხოების საკითხების ექსპერტები.
ცენტრისთვის ეს იყო კარგი შესაძლებლობა ჩართულიყო ევროპის სტრატეგიულ პრიორიტეტებსა და უსაფრთხოების გამოწვევებზე მიმდინარე დებატებში.