საჯარო ჩართულობა
მოლდოვის ევროკავშირში ინტეგრაცია: ანალიზი აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის ჭრილში
თარიღი
ხუთშაბათი, 26 თებერვალი 2026 განვლილი ღონისძიება
ადგილი
კონრად ადენაუერის ფონდი, ევროპის ოფისი, ბრიუსელი
ტიპი
საჯარო ჩართულობა
2026 წლის 26 თებერვალს, ევროკავშირის ცნობიერების ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ბრიუსელში, კონრად ადენაუერის ფონდის ევროპის ოფისის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში – „მოლდოვის ევროკავშირში ინტეგრაცია: ანალიზი აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის ჭრილში”.
დისკუსიამ წარმოაჩინა მოლდოვის პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ევროკავშირში მოლდოვის ელჩის დანიელა მორარისა და ევროკომისიის მოლდოვის განყოფილების ხელმძღვანელის ალან ჯონსის მონაწილეობით გამართულ პანელურ დისკუსიაში, მომხსენებლებმა ისაუბრეს მოლდოვაში რეფორმების დინამიკის განმაპირობებელ ფაქტორებზე.
ევროკავშირის ცნობიერების ცენტრი მიესალმება შესაძლებლობას, მონაწილეობა მიეღო ამ დროულ და მნიშვნელოვან განხილვაში.