ჰიბრიდული საფრთხეები და დეზინფორმაცია სომხეთის საარჩევნო კონტექსტში
2026 წლის 21 აპრილს, ევროკავშირის ცნობიერების ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი რობაქიძემ, მონაწილეობა მიიღო ევროპარლამენტში გამართულ პოლიტიკურ დისკუსიაში, რომელიც ეხებოდა ჰიბრიდულ საფრთხეებსა და დეზინფორმაციას სომხეთში 2026 წლის 7 ივნისს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში.
დისკუსიაში მონაწილეობდნენ ევროპარლამენტის წევრები, ექსპერტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებმაც შეაფასეს დეზინფორმაციული კამპანიების, სოციალური მედიის მანიპულაციებისა და კიბერ-ინსტრუმენტების გამოყენებით განხორციელებული ჩარევები საარჩევნო პროცესებში.
თავის გამოსვლაში გიორგი რობაქიძემ ხაზი გაუსვა დეზინფორმაციისა და ჰიბრიდული ინსტრუმენტების გამოყენების სტრუქტურულ მსგავსებებს სომხეთში, მოლდოვასა და საქართველოში. გამართულმა დისკუსიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჰიბრიდული საფრთხეები წარმოადგენს საერთო გამოწვევას, რომელიც საჭიროებს კოორდინირებულ რეაგირებას.