EU Awareness Centre
Knowledge Against Manipulation
მთავარი საჯარო ჩართულობა ევროპის დღე 2026: ევროკავშირის ცნობიერების ცენტრი მონაწილეობდა ვენასა და ბრიუსელში გამართულ ღონისძიებებში
საჯარო ჩართულობა

ევროპის დღე 2026: ევროკავშირის ცნობიერების ცენტრი მონაწილეობდა ვენასა და ბრიუსელში გამართულ ღონისძიებებში

📅
თარიღი
შაბათი, 9 მაისი 2026 განვლილი ღონისძიება
📍
ადგილი
ვენა (GVÖ) და ბრიუსელი (პრესკლუბი)
🏷️
ტიპი
საჯარო ჩართულობა

2026 წლის 9 მაისს „ევროკავშირის ცნობიერების ცენტრმა” მონაწილეობა მიიღო ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში, რომლებიც გაიმართა ბრიუსელსა და ვენაში. ღონისძიებები მიეძღვნა ევროპულ ერთობას, თანამშრომლობასა და საქართველოს ევროპულ მომავალს.

ვენაში „ევროკავშირის ცნობიერების ცენტრი” მონაწილეობდა ავსტრიაში ქართული საზოგადოების (GVÖ) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში, სადაც დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ქართულ ტრადიციულ კერძებსა და ღვინოს.

ბელგიაში, ევროკავშირის ცნობიერების ცენტრი დაესწრო პლატფორმა „ხიდების მშენებლებისა” და „Promote Georgia”-ს ორგანიზებით, ბრიუსელის პრესკლუბში გამართულ ღონისძიებას. შეხვედრის ფარგლებში გამართული დისკუსიებისას განხილული იქნა საქართველოში მიმდინარე მოვლენები.

ევროკავშირის ცნობიერების ცენტრი მადლობას უხდის პლატფორმა „ხიდების მშენებლებს”, Promote Georgia-ს და ავსტრიაში ქართულ საზოგადოებას (GVÖ) ამ მნიშვნელოვანი ღონისძიებების ორგანიზებისთვის.

საქართველო ევროპაა!