EU Awareness Centre
Knowledge Against Manipulation
მთავარი მულტიმედია ევროპის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა და ნატოს მომავალი – დავით დონდუა CCDS-ის პოდკასტში — ნაწილი I
← მულტიმედია
მულტიმედია · თავდაცვისა და უსაფრთხოების სამოქალაქო საბჭოს (CCDS) პოდკასტი

ევროპის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა და ნატოს მომავალი – დავით დონდუა CCDS-ის პოდკასტში — ნაწილი I

თარიღი
აპრილი 20, 2026

ევროკავშირის ცნობიერების ცენტრის თავმჯდომარემ, ელჩმა დავით დონდუამ, თავდაცვისა და უსაფრთხოების სამოქალაქო საბჭოს (CCDS) პოდკასტში ისაუბრა გლობალური უსაფრთხოების მიმდინარე ტრანსფორმაციასა და ნატოს მომავალზე. მან ყურადღება გაამახვილა აშშ-ის შიდა პოლიტიკური ფაქტორების, მათ შორის დონალდ ტრამპის გავლენის ფონზე ალიანსის შიგნით მიმდინარე ცვლილებებზე და იმ გამოწვევებზე, რომელსაც ქმნის ეს პროცესები.

პოდკასტში საუბარი შეეხო ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს და მათ შესაძლო კავშირს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ფართო უსაფრთხოების ხედვასთან და რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ და მის გავლენას რეგიონულ და გლობალურ უსაფრთხოებაზე.

დავით დონდუამ ასევე ისაუბრა ნატოს მე-5 მუხლის ამოქმედების წინაპირობებზე და ევროკავშირის თავდაცვით ინსტრუმენტებზე, მათ შორის ევროკავშირის 42(7) მუხლზე და იმ გარემოებებზე, რომელშიც მისი გამოყენება შეიძლება გახდეს საჭირო.