EU Awareness Centre
Knowledge Against Manipulation
მთავარი მულტიმედია ევროპის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა და ნატოს მომავალი – დავით დონდუა CCDS-ის პოდკასტში — ნაწილი II
← მულტიმედია
მულტიმედია · თავდაცვისა და უსაფრთხოების სამოქალაქო საბჭოს (CCDS) პოდკასტი

ევროპის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა და ნატოს მომავალი – დავით დონდუა CCDS-ის პოდკასტში — ნაწილი II

თარიღი
აპრილი 20, 2026

ევროკავშირის ცნობიერების ცენტრის თავმჯდომარემ, ელჩმა დავით დონდუამ თავდაცვისა და უსაფრთხოების სამოქალაქო საბჭოს (CCDS) პოდკასტის მეორე ნაწილში განაგრძო საუბარი ევროპის ახალი უსაფრთხოების არქიტექტურასა და ნატოსა და ევროკავშირს შორის თავდაცვითი თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე. მისი შეფასებით, საჭიროა ისეთი მექანიზმების შექმნა, რომლებიც ავტონომიურად იმუშავებენ — სარდლობიდან და სამეთაურო შტაბებიდან საბრძოლო კომპონენტებამდე.

პოდკასტში განხილული იყო აშშ-ის მიერ ევროპიდან 5 000-კაციანი კონტიგენტის შესაძლო გაყვანის საკითხი, ევროპისთვის ამერიკული მხარდაჭერის შემცირების ობიექტური რეალობა და უკრაინის როლი ევროპის ახალი უსაფრთხოების სისტემაში.

საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირის 42(7)-ე მუხლს, როგორც კოლექტიური თავდაცვის მექანიზმს, და იმ პირობებს, რომელშიც მისი პრაქტიკული ამოქმედება შესაძლოა დღის წესრიგში დადგეს.