ევროკავშირის ცნობიერების ცენტრი ვენაში გამართულ სიმპოზიუმს „უკრაინა: ომი და ომის დანაშაულები“ დაესწრო
2026 წლის 22 სექტემბერს, ევროკავშირის ცნობიერების ცენტრისთავმჯდომარე, ელჩი დავით დონდუა, ვენის მერიაში გამართულ სიმპოზიუმს „უკრაინა: ომი და ომის დანაშაულები“ დაესწრო.
ღონისძიება, რომელიც უკრაინულ-ავსტრიულმა ასოციაციამ ვენის დიპლომატიის აკადემიასთან, ავსტრიაში უკრაინის ოფისთან, ავსტრიის პანევროპული მოძრაობისა და ვენის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით გამართა, დიპლომატებს, აკადემიურ წრეებს, სამართლისა და უსაფრთხოების სფეროს ექსპერტებს მოუყარა თავი. შეხვედრაზე განხილული იყო უკრაინის ომი და მისი შედეგების გავლენა ევროპის უსაფრთხოებაზე.
სიმპოზიუმის ფარგლებში განიხილეს ომის გამომწვევი მიზეზები და მიმდინარე მდგომარეობა, უკრაინის როლი ევროპაში და მისი ევროკავშირში მომავალი გაწევრიანება, ასევე ომის დანაშაულები, პასუხისმგებლობის საკითხი, შესაძლო სპეციალური ტრიბუნალის შექმნა და რეპარაციების საკითხი.
სიმპოზიუმი ვენის მერის მიერ გამართული მიღებით დასრულდა.