ევროპის ცნობიერების ცენტრი პანევროპის კონფერენციაზე „ძლიერი ევროპისთვის“
ევროპის ცნობიერების ცენტრის თავმჯდომარე, დავით დონდუა, მიწვეული იყო პანევროპის კონფერენციაზე „ძლიერი ევროპისთვის“, რომელიც 2026 წლის 1–4 ოქტომბერს ვენაში გაიმართა. კონფერენცია მიეძღვნა პანევროპის პირველი კონგრესის 100 წლისთავს.
3 ოქტომბერს დავით დონდუა მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში თემაზე – „ევროკავშირის აღმოსავლეთი საზღვარი და რუსეთთან მომავალი ურთიერთობები“.
ევროპის ცნობიერების ცენტრის სახელით დავით დონდუა ასევე შეუერთდა „ვენის დეკლარაციას ძლიერი ევროპისთვის“, რომელიც კონფერენციის ფარგლებში იქნა მიღებული. დეკლარაცია მოუწოდებს გეოპოლიტიკური ევროპის ჩამოყალიბებას, საერთო საგარეო, უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკით. პანევროპა გეგმავს, რომ აღნიშნული დეკლარაცია ორგანიზაციის საქმიანობის სახელმძღვანელო დოკუმენტად გამოიყენოს მომდევნო წლებში. ევროკავშირის ცნობიერების ცენტრი მადლობას უხდის პანევროპა-ავსტრიას და მის პრეზიდენტს, რაინჰარდ კლოუჩეკს, კონფერენციის ორგანიზებისთვისა და მოწვევისთვის.