ევროკავშირის გაფართოების უსაფრთხოდ დაჩქარება
ევროკავშირის ცნობიერების ცენტრმა მონაწილეობა მიიღო დუნაის რეგიონისა და ცენტრალური ევროპის ინსტიტუტში გამართულ დისკუსიაში, სადაც ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებმა წარადგინეს პოლიტიკის ანალიზი.
დისკუსია შეეხებოდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების ევროკავშირის საბჭოს საქმიანობაში ეტაპობრივი ინტეგრაციის შესაძლო ფორმატებს, მათ შორის პოლიტიკურ, სამართლებრივ, უსაფრთხოების და ადმინისტრაციულ განზომილებებს. ღონისძიების ფარგლებში ასევე წარმოდგენილი იყო რეკომენდაციები, რომლებიც მიზნად ისახავს უფრო მდგრადი და ინკლუზიური ევროკავშირის ჩამოყალიბების ხელშეწყობას.
კვლევა განხორციელდა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის პოლიტიკის ლაბორატორიის ინიციატივის დუნაის რეგიონის ინსტიტუტთან თანამშრომლობით.
ევროკავშირის ცნობიერების ცენტრის თავმჯდომარემ, დავით დონდუამ გამოთქვა ცენტრის მზადყოფნა, ითანამშრომლოს ცენტრალური უნივერსიტეტთან, რათა სტუდენტთა კვლევის მიგნებები და რეკომენდაციები მოექცეს შესაბამისი ევროპული ინსტიტუტებისა და გადაწყვეტილების მიმღები პირების ყურადღების ცენტრში.